2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით  უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში არსებულ ცეცხლგამძლე ლითონის კარადაში, რითიც გამოირიცხება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღის აღრიცხვიანობისათვის (იარაღის საცავიდან გატანა-შემოტანისათვის) უნდა წარმოებდეს სპეციალური ჟურნალი, რომელიც იქნება აკინძული და დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიე