2. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

3. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრაცია ხორციელდება, თუ დასაჩუქრებული პირი ან  მემკვიდრე აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და აღრიცხვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

თავი IIიარაღის ტარების წე