ა) განახორციელონ სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იარაღის სახეობიდან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებას);
ბ) საკომისიო წესით ჩაიბარონ მხოლოდ ის იარაღი, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა (დანართი N2);
გ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი) საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ელექტრონული დოკუმენტის სახით (მყარი დისკით, ფლოპით ან/და სხვ.) ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიაწოდონ სააგენტოს;
ე) იარაღის რეალიზაცია განახორციელონ მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე;
ვ) იარაღი შემძენ ფიზიკურ პირს გადასცეს მხოლოდ იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა და სააგენტოს მიერ დამოწმებული შეძენის ყუის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დამატებით იარაღის დროებითი მოწმობის წარმოდგენისას;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენის შესახებ.
2. სააგენტოს მიერ იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირებისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაცია განხორციელდება იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან შესაბამობის შემთხვევაში.
3. იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ავსებს იარაღის შეძენის ყუის I ნაწილს სამ ეგზემპლარად და გადასცემს იარაღის შემძენ პირს სააგენტოში წარსადგენად.
4. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან შეძენილი იარაღის სააგენტოში რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) შეძენის ყუა;
გ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო ავსებს შეძენის ყუის II ნაწილს, რის შემდეგაც ორ ეგზემპლარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად უბრუნებს იარაღის შემძენს. იარაღის შემძენი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეძენის ყუა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის შენახვის ადგილზე გადატანა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე პირის სახელზე იარაღის შეძენის ადგილიდან საცხოვრებელ ადგილზე (შენახვის ადგილზე) გადატანის მიზნით, სააგენტო გასცემს იარაღის დროებით მოწმობას ფორმა N2 (დანართი N4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება ფიზიკურ პირს ენიჭება მხოლოდ გრაფით – „ძალაშია“ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო საათს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება მოხდეს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.
9. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა საპატიო მიზეზის გამო ვერ უზრუნველყო იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა N2) მოქმედების ვადაში იარაღის შეძენის ადგილიდან წამოღება, ახალი დროებითი მოწმობის მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემდე