ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი;

ბ) მე-3  მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი; ამასთან, B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მქონე პირს უფლება აქვს, გარდა იარაღის ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, თუ მის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის წესების დაცვა;

გ) მე–3  მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“  ქვეპუნქტებით დადგენილი იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაწესებულებების მიერ. ამასთან, შენახვის ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამსახურის სპეციფიკა და ფიზიკურ პირებზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები.

2. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ჩანაწერებში იარაღის მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:

ა) რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;

ბ) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

გ) უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

3. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ახალ საცხოვრებელ ადგილზე იარაღის შენახვის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოში იარაღის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება და არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირი ვალდებულია, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შეინახოს მხოლოდ აღნიშნულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ ადგილზ