ა) იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ბ) მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სამოქალაქო იარაღის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება;
გ) მოსარგებლე – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირი;
დ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ე) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:
ე.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
ე.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარდგენის მიზნით;
ე.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
ვ) იარაღის რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია, გადაფორმება, მემკვიდრეზე გადაფორმება და სხვ.), იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
ზ) ხელახალი რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების ან/და დამატებების განხორციელება, გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
თ) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;
ი) შეძენის ყუა (დანართი №1) – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის შეძენის ფაქტს;
კ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ლ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც რეგისტრირდება იარაღის ძირითადი ელემენტებისაგან განცალკევებულად და წარმოადგენს რეგისტრირებული იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს;
მ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ნ) დამზადებული იარაღის მოწმობა – დამზადებული იარაღის მონაცემების ამსახველი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ამ წესით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ადასტურებს დამამზადებლის მიერ დამზადებული იარაღის გასხვისების ფაქტ