2. პირებს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობათ:
ა) მე–4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას;
ბ) მე–20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას გაიცემა იარაღის რეგისტრაციის ახალი მოწმობა, ხოლო იარაღის რეგისტრაციის ძველი მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და იგი უნდა ჩაჰბარდეს სააგენტოს.
5. იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით მოითხოვოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
6. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები თავისუფლდებიან საკუთრებაში არსებული იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამ