2. იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელება სავალდებულოა:

ა)  იარაღის რეგისტრაციისას;

ბ) იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას;

გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა იმ  შემთხვევებისა, როცა იარაღის სახეობიდან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებას);

დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას);

ე) იარაღის დამამზადებლის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე;

ვ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას.

3. სააგენტოს მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმება მიზნად ისახავს:

ა) იარაღზე (მის შემადგენელ დეტალებზე) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარებას თანხმლებ დოკუმენტებთან;

ბ) იარაღის მოდელის, მარკის, სახეობისა და ტიპის განსაზღვრას;

გ) იარაღიდან არანაკლებ სამ ექსპერიმენტულ გასროლასა და გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების ნიმუშის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით გადაგზავნას.

4. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ იარაღს არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, ნომრის მინიჭება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ იარაღის დადამღვით.

5. იარაღის ექსპერიმენტული გასროლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

6. რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე სააგენტოში წარდგენის მიზნით, ფიზიკური პირის სახელზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა №1 (დანართი №3), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელ ორგანოში, ხოლო შემოწმების შემდეგ იარაღი გადაიტანოს უკან, შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.

7. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) I ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ადგილს, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, გადაიტანოს იარაღი ბალისტიკური შემოწმების განსახორციელებლად.

8. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) II ნაწილს ბალისტიკური შემოწმების განხორციელების შემდეგ ავსებს ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ ბალისტიკური შემოწმების ადგილიდან იარაღის შენახვის ადგილზე გადატანის უფლებას, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება გადატანის უფლების მოქმედების ვადა.

9. იარაღის დროებითი მოწმობა (№1, №2, №3 და №4 ფორმები) მოქმედებს მხოლოდ გრაფით – ,,ძალაშია“ განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა.

10. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №1) გრაფით – „ძალაშია“ განსაზღვრული იარაღის გადატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს.

11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა  შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადი