1. თითოეული აეროპორტით, მათ შორის მისი მოწყობილობებით, ტექნიკური და სხვა საშუალებებითა და მომსახურებით სარგებლობს გადასახადები და სხვა მოსაკრებლები, ასევე აერონავიგაციული საშუალებებით, კავშირგაბმულობით და მომსახურებით სარგებლობის ნებისმიერი მოსაკრებლები ამოღებულ იქნება თითოეული მხარის მიერ მის ტერიტორიაზე დადგენილი ნიხრებისა და ტარიფების შესაბამისად იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები და მოსაკრებლები არ უნდა აღემატებოდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისაგან ამოღებულ ანალოგიურ გადასახადებს.
2. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების ჩატარებას მათ კომპეტენტურ დამბეგრავ ორგანიზაციებს და დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებითა და საავიაციო საშუალებებით და სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია ამ დანიშნული ავიასაწარმოების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობიტ. მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს დროული შეტყობინება არსებულ გადასახადებში ცვლილებების შეტანის თაობაზე