1. ამ შეთანხმების გაგებისა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხრეთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან დავა მოაგვარონ მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელისუფალნი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა მოგვარებულ იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ზემოხსენებული საშუალებებით, მაშინ ნებისმიერი მხარის მოთხოვნით დავა გადაცემულ იქნება სასამართლოში (აქ და შემდგომში „საარბიტრაჟო სასამართლო“) განსახილველად, რომელიც სამი არბიტრისაგან შედგება და რომელთაგან ორი ინიშნება მხარეების მიერ, ხოლო მესამე ორი დანიშნული არბიტრის მიერ.
4. თითოეული მხარე ნიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში, დღიდან როდესაც რომელიმე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისაგან მიიღებს მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის თაობაზე და მესამე არბიტრო ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ იქნა დანიშნული აღნიშნულ ვადაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტის დებულებების შესაბამისად დანიშნული მესამე არბიტრი უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და ასრულებდეს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას
6. საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები არბიტრების ხარჯების ჩათვლით, თანაბრად განაწილდება მხარეებს შორის.
8. მხარეებმა უნდა იმოქმედონ სასამართლოსშუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
9. თუ და იმ დრომდე, ვიდრე ნებისმიერი მხარე არ შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიღებულს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, მეორე მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გამოითხოვოს ამ შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული უფლებები და პრივილეგიები იმ მხარეს, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 18. სადაო საკითხების მოგვარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. გადასახადებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 13. ტევადობა და ფრენების განრიგი
- მუხლი 14. აეროპორტისა და სხვა გადასახადები
- მუხლი 15. ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა
- მუხლი 16. პირდაპირი ტრანზიტი
- მუხლი 17. კონსულტაციები
- მუხლი 19. შეთანხმების შეცვლა
- მუხლი 22. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208208/muxli-18/