1. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი პერიოდით.
2. თითოეულ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი განზრახვა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ასეთი შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო). ამ შემთხვევაში შეთანხმება თავის მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ. თუ აღნიშნული შეტყობინება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე არ იქნება უკან გამოთხოვილი მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზემოაღნიშნული ვადის გასვლამდე. მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების შესახებ მტკიცებულების არ არსებობის შემთხვევაში, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება იკაოს მიერ მისი მიღების თარიღიდან 14 დღის შემდეგ.
ამის დასტურად ქვემორე ხელისმომწერებმა, რომლებიც სათანადო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ.თბილისში, 1997 წლის „28“ ნოემბერს, ორ პირად, ქართულ, მოლდავურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით
შეთანხმების დანართი
1. საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) განახორციელებს ექსპლუატაციას ორივე მიმართულებით შემდეგ მარშრუტებზე;
საწყისი პუნქტები
შუალედური პუნქტები
დანიშნულების პუნქტები
პუნქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ
თბილისი

კიშინოვი

ბათუმი

ბელცი

კახული

2. მოლდოვას რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო (ები) განახორციელებს ექსპლუატაციას ორივე მიმართულებით შემდეგ მარშრუტებზე:
საწყისი პუნქტები
შუალედური პუნქტები
დანიშნულების პუნქტები
პუნქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ
კიშინოვი

თბილისი

ბელცი

ბათუმი

კახული

შენიშვნა:
a) ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის და მესამე ქვეყნის პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთის და ფოსტის გადაზიდვის უფლების მინიჭების საკითხი არის მხარეების საავიაციო ხელისუფლებების ცალკე შეთანხმების საგანი.
b) საზღვრებს გარეთ პუნქტები დადგინდება მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე