1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ამასთან,  უნდა იქნეს გამორიცხული უცხო პირთა მიერ გადასაზიდი იარაღის ვიზუალური დათვალიერებისა და მასთან შეღწევის შესაძლებლობა.

2. სატრანსპორტო საშუალების ან/და იარაღის გადასაზიდი ტარის გახსნის ან დაზიანების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიარაღებული დაცვის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს დანაყოფს, შეადგინოს აქტი, მიიღოს სათანადო ზომები შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.