სანადირო იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი იარაღი;

ე) სანადირო ცივი სასროლი იარაღი;

ვ) სანადირო პნევმატური იარაღი.

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023