განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5013-18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-----------–--ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–------–---------–---ი (დაბადებული - 1----–-–--------------------------------–----------–-----------------------------–-------------------–------------------–-----–------------------------------------–---------–------,ბრალდებული - გ---------–---------–---ი (დაბადებული - 1----–-–-----------------------------–----------–-----------------------------–-------------------–------------------–-----–------------------------------------–---------–-----),ადვოკატი - ვ------------–-----ე, მ--–--------–----ა, ა-----–-–---–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (მ--–------–---------–---ის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (მ--–---- და გ---------–---------–---ების მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (გ---------–---------–---ის მიმართ).
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (მ--–------–---------–---ის მიმართ); საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა (მ--–---- და გ---------–---------–---ების მიმართ) და განზრახ მკვლელობის მცდელობა (გ---------–---------–---ის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისში, კ-----–----------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მ--–------–---------–---მა სცემა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა მ---------------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (მ--–------–---------–---ის ეპიზოდი).
1.2. მ--–------–---------–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რასაც უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, დ-------–-----–---------------------–--------------------------–--------ში, რომელიც 2018 წლის 18 აგვისტოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული (მ--–------–---------–---ის ეპიზოდი).
1.3. 2018 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისში, კ-----–----------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა ფიზიკური დაპირისპირება, რასაც შეესწრო მ--–------–---------–---ის შვილი გ---------–---------–---ი, რომელმაც თანნაქონი დანის გამოყენებით მ---------------–---–ს მუცლის არეში მოკვლის განზრახვით მიაყენა რამდენიმე დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მ---------------–---–ი გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება (გ---------–---------–---ის ეპიზოდი).
1.4. გ---------–---------–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რასაც უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, დ-------–-----–---------------------–--------------------------–--------ში, რომელიც 2018 წლის 18 აგვისტოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული (გ---------–---------–---ის ეპიზოდი).
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისში, კ-----–----------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც მ--–------–---------–---მა სცემა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა მ---------------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (მ--–------–---------–---ის ეპიზოდი).
2.2. 2018 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისში, კ-----–----------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რასაც შეესწრო მ--–------–---------–---ის შვილი გ---------–---------–---ი, რომელმაც თანნაქონი დანის გამოყენებით მ---------------–---–ს მუცლის არეში მოკვლის განზრახვით მიაყენა რამდენიმე დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მ---------------–---–ი გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება (გ---------–---------–---ის ეპიზოდი).
2.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის მიერ საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--–------–---------–---ის მიერ მ---------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის, გ---------–---------–---ის მიერ მ---------------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ მ---------------–---–ის, მოწმეების - ბ----–--–---–-–---–ის, დ--------------–---–ის, დ-----------–--ის, ე-------–--–---–ის, პ--------------ის, ზ-------------–---–ის, ზ-------------–---–ის, ი-–------------ის, მ--------------ის, მ-----–------------–---–ის, მ-----–-------–-–---–ის, რ---------–---–-----ის, ს-------–---------------ისა და შ-------------–---–ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები და ნივთიერი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი.
3.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისის ვ-----------------–----–--------------–-------------------–--ის გამომძიებელ მ-----–-------–-–---–ის მიერ, ექსპერტების - ზ---------–----ისა და ზ--------------–---–ის, დამსწრე პირების კ-------–---–---–ისა და მ-----–----------ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი - მდებარე ქ. თბილისი, დი---------------------–---------------------ის დასახლება, დამკრძალავი ბიუროს შენობა, რომელსაც გააჩნია ორ ფრთიანი რკინის კარი. შენობაში განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ნივთები. რკინის კარის წინ ქუჩის მხარეს ბეტონის ზედაპირზე, ასევე რკინის კარს უკან დამკრძალავი ბიურის ეზოში ბეტონის ზედაპირზე შეინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტ - კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა სისხლისმაგავრი ლაქების ანაწმენდები. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოღებულ იქნა სამი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, რომლებიც დამუშავებულ იქნა ექსპერტების მიერ, ხოლო შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა.
3.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ-----–-------–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა, ასევე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ გ---------–---------–---ის დაკავებაში, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულ გ---------–---------–---ის დაკავების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკების კანონიერება ასევე დაადასტურა გამომძიებელმა დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დგინდება იმ ტერიტორიის ადგილმდებარეობა და აღწერილობა, სადაც კონფლიქტი მოხდა, ასევე ის გარემოება, რომ ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სისხლის მაგვარი ლაქები და სამი ცალი პოლიეთილენის ბოთლი.
3.8. დაზარალებულმა მ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, მ-------------------------------------------ე დასახლებაში. მ--–------–---------–---ი მისი მეზობელია, რომელთანაც დაახლოებით 2-3 წლის წინ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ურთიერთობა დაეძაბა. 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე მივიდა დ------------ში მდებარე ლუდის მაღაზიაში და ლუდი შეიძინა. მ--–------–---------–---ი მაღაზიის გვერდით მდებარე თონესთან იმყოფებოდა. ბრალდებულმა იგი სასაუბროდ გვერდზე გაიყვანა. საუბარი შეეხებოდა სადავო მიწის ნაკვეთს. მოულოდნელად მ--–------–---------–---მა ხელი დაარტყა. ხელის დარტყმიდან ძალიან სწრაფად მ--–------–---------–---ის შვილი - გ---------–---------–---ი მივარდა მას, წამებში გახსნა დანა და მუცელში დაარტყა. დარტყმის შემდეგ საშინელი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში. თავის დაცვას ცდილობდა, თუმცა გ---------–---------–---მა მაინც მოახერხა მისთვის რამოდენიმეჯერ დანის დარტყმა. რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. მოგვიანებით გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია, თუ როგორ ურტყამს წაქცეულ ადამიანს (მ---------------–---–ს) მ--–------–---------–---ი. იმ მომენტში, როდესაც გ---------–---------–---ი დანას ურტყამდა, მ--–------–---------–---ი აკავებდა მას (მ---------------–---–ს). კონფლიქტის შემდეგ ქვის საამქროში შეიყვანეს. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც მ--–------–---------–---თან საუბარი დაიძაბა, ბრალდებულმა მარჯვენა ხელი დაუჭირა მას და სახეში ხელი დაარტყა. პირადად მას გ---------–---------–---ისთვის და მ--–------–---------–---ისათვის დაზიანებები არ მიუყენებია. გ---------–---------–---ი ჩხუბში ჩაერთო მ--–------–---------–---ის მიერ მისთვის სახეში ხელის დარტყმის შემდეგ. დანა გ-------მ მუცლის არეში დაარტყა და მაშინვე ტკივილი იგრძნო. უკან იხევდა და თავის დაცვას ცდილობდა, შემდეგ წაიქცა და გონება დაკარგა. გ---------–---------–---ს ხელი არ დაურტყამს მისთვის. დანის გახსნისას წკაპუნის ხმა გაისმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. კონფლიქტის შედეგად მიიღო არაერთი დაზიანება, რამაც მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
3.9. მოწმე მ--------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ექიმი და უმკურნალა დაზარალებულს, რომელსაც აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ - ნაფლეთი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით. დანარჩენი ჭრილობები, რომლებიც დაზარალებულს აღენიშნებოდა მცირე ზომის იყო. მოწმის განმარტებით, ჭრილობიდან ნაწლავი გარეთ იყო გამოსული და სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია. მ---------------–---–ს ჩაუტარდა მუცლის ღრუს რევიზია და გაუკეთდა ოპერაცია. ასევე ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რაიმე შენიშვნა გამოთქმული არ ყოფილა. პაციენტს ჭრილობის რამდენიმე კერა ჰქონდა.
3.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 ოქტომბრის #0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ვ-------ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, მ---------------–---–ი, 1--------- წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოათავსეს აღნიშნულ კლინიკაში, სადაც დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ტრავმა, წვრილი ნაწლავის პერფორაციით და დესეროზაციით აღმავალი კოლინჯის დესეროზაციით, გულმკერდის ღია ჭრილობები (ოთხი ჭრილობა). არტერიული ჰიპერტენზია მე-3 ხ., თავის ტვინის შერყევა, სკალპისა და სახის მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები, ორივე თვალის ტრავმა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა ცდომით, სახის მრავლობითი ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: სისხლნაჟღენთები, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა.
თავის ტვინის შერყევა, სკალპისა და სახის მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები, ორივე თვალის ტრავმა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა ცდომით, სახის მრავლობითი ღია ჭრილობა, სისხლნაჟღენთები, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა - განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დაზიანებები: მარჯვენა თეძოს ზემო წინა წვეტიდან მედიალურად და კრანიალურად დაახლოებით 3სმ. დაშორებით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, ჭრილობა უკანა აქსილარულ ხაზზე მე-4 ნეკნის პროექციაზე მარჯვნივ, ჭრილობა შუა აქსილარულ ხაზზე მარჯვნივ მე-5 ნეკნის პროექციაზე, განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით.
დაზიანება მარჯვენა თეძოს ზემო წინა წვეტიდან მედიალურად და კრანიალურად დაახლოებით 3 სმ. დაშორებით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით/წვრილი და მსხვილი ნაწლავის ტრავმა, წვრილი ნაწლავის პერფორაციით და დესეროზაციით აღმავალი კოლინჯის დესეროზაციით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით წინა აქსილარული ხაზიდან მედიალურად პარასტერნალურ ხაზამდე მე-5-6 ნეკნთაშუა სივრცეში განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით.
დაზიანებები - ჭრილობა უკანა აქსილარულ ხაზზე მე-4 ნეკნის პროექციაზე მარჯვნივ; ჭრილობა შუა აქსილარულ ხაზზე მარჯვნივ, მე-5 ნეკნის პროექციაზე; ჭრილობა წინა აქსილარული ხაზიდან მედიალურად პარასტერნალურ ხაზამდე მე-5-6 ნუკნთაშუა სივრცეში ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3.11. ექსპერტმა ე-------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.12. სასამართლო აფასებს დაზარალებულ მ---------------–---–ის, ექიმ მ--------------ის, ექსპერტ ე-------–--–---–ის ჩვენებებს, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ძირითადად შეესაბამება ერთმანეთს და უტყუარობის თვალსაზრისით აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ვიდეო-ჩანაწერით დეტალურად დგინდება შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რაც აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების კონტექსტში ძირითადად თანხვედრაშია. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა დაწვრილებით მიუთითა მ--–------–---------–---თან კონფლიქტის დაწყების დეტალები, განმარტა თუ რა ქმედებები განახორციელა ბრალდებულმა მის მიმართ, როგორ ჩაერთო კონფლიქტში გ---------–---------–---ი და რამდენჯერ დაარტყა დანა მუცლის არეში. მ---------------–---–მა ასევე დაწვრილებით განმარტა, კონფლიქტის დასრულების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები. ექიმმა მ--------------მა დაადასტურა, რომ მკურნალობისას მ---------------–---–ს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ - ნაფლეთი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით. ჭრილობიდან ნაწლავი იყო გადმოსული. დაზარალებულს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ---------------–---–ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა სხვადასხვა სიმძიმისა და ხარისხის დაზიანებები, მათ შორის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ტრავმა, წვრილი ნაწლავის პერფორაციით და დესეროზაციით აღმავალი კოლინჯის დესეროზაციით, გულმკერდის ღია ჭრილობები (ოთხი ჭრილობა). თავის ტვინის შერყევა, სკალპისა და სახის მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები, ორივე თვალის ტრავმა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა ცდომით, სახის მრავლობითი ღია ჭრილობა. ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ე-------–--–---–ის ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ სახის მიდამოში არსებული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხ ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო გულმკერდის მიდამოში არსებული ოთხი ჭრილობა, მათ შორის ყველაზე მძიმე არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება შემავალი მუცლის ღრუში.
3.13. მოწმე ი-–------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, დ------------ში მდებარე ყავის სახლში. 2018 წლის 17 აგვისტოს კაფედან გამოსულმა დაინახა ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. ძალიან მალე მათ შეუერთდა მესამე პიროვნებაც. როდესაც აღნიშნულმა პირებმა ჩხუბი დაიწყეს, მათი დაშოშმინების მიზნით დაიძახა თითქოს „პატრული მოვიდა“. ჩხუბში მონაწილეებმა გაიგონეს მისი ნათქვამი და ორი მათგანი ოდნავ ზევით წავიდა, ერთი შემთხვევის ადგილზე დარჩა. თვითონ შებრუნდა და საქმიანობა გააგრძელა. როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე დარჩენილი პიროვნება წაიყვანა. მოწმემ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა ჩხუბში მონაწილეობდა და კონფლიქტის დასრულების შემდეგ ადგილზე დარჩა. დღეის მდგომარეობით ცნობილია დაზარალებულის ვინაობა, მას სახელად მ-----ი ჰქვია.
3.14. მოწმე რ---------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წელს ქ. თბილისში, აღ--–-----–---------------- კილომეტრი, ა---------------–-------------ში გახსნა მაღაზია, სადაც ახდენდა ჩამოსასხმელი ლუდის რეალიზაციას. 2018 წლის 17 აგვისტოს მ---------------–---–მა მის მაღაზიაში ლუდი შეიძინა. ამ დროს დაზარალებულთან მივიდა მ--–------–---------–---ი. ისინი გამოელაპარაკენენ ერთმანეთს და მისგან დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით გავიდნენ სასაუბროდ. მ---------------–---–ისა და მ--–------–---------–---ის საუბარში დაძაბულობა არ იგრძნობოდა. მოულოდნელად დაიწყო ჩხუბი. პირველად მ---------------–---–მა მოიქნია ხელი, შემდეგ მ--–------–---------–---მა. მოულოდნელად გ---------–---------–---ი გამოჩნდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც ჩხუბში ჩაერთო. მოულოდნელად მ---------------–---–ი ძირს დაეცა და სწორედ მაშინ შეამჩნია მის სხეულზე არსებული მძიმე ჭრილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობის დანახვაზე ცუდად გახდა, დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიეს, მ---------------–---–ს წყალი დაალევინა და ბალიშზე დაადებინა თავი. ამასობაში სასწრაფო დახმარებაც მივიდა და დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოწმის განმარტებით, ზ-------------–---–თან ერთად მივიდა მოჩხუბრებთან, რომლებიც მისი ობიექტიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ჩხუბობდნენ. გ---------–---------–---ის შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მ---------------–---–ს მამა-შვილი ლ---------–---ები ეჩხუბებოდნენ. მ---------------–---–ის წაქცევის შემდეგ მ--–------–---------–---ი შევარდა იქვე მდებარე ავტო სახელოსნოში და დასახმარებლად ბიჭებს დაუძახა. ამასობაში მან (რ---------–---–-----ი) წყალი გამოიტანა მაღაზიიდან და დაზარალებულს სახე მობანა. აღნიშნულ მომენტში მასთან ერთად ზ-------------–---–ი იმყოფებოდა, რომელიც ცდილობდა მოჩხუბრების გაშველებას. მოწმემ დაადასტურა, რომ მ--–------–---------–---ი და მ---------------–---–ი ერთად წაიქცნენ და ძირს დავარდნილები მაინც აგრძელებდნენ ჩხუბს. მ--–------–---------–---ის ფეხზე წამოდგომის შემდეგ შეამჩნია მ---------------–---–ის ჭრილობა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ მ--–------–---------–---ს აქვს ღვიძლის დაავადება და მკურნალობს ქიმიოთერაპიით.
3.15. მოწმე ზ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს რ---------–---–-----ის მაღაზიასთან მისულმა შეამჩნია მ--–------–---------–---ი, რომელიც ესაუბრებოდა მისთვის უცნობ პირს. მოულოდნელად ჩხუბი დაიწყო და რ---------–---–-----თან ერთად მივიდა კონფლიქტის მონაწილეთა გასაშველებლად.
მოწმემ დაადასტურა გამოკითხვისას გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ დაინახა თუ როგორ ურტყამდა მ--–----ი მისთვის უცნობ პიროვნებას. ჩხუბში მესამე პირი ჩაერთო, რომელმაც სწრაფად ჩამოირბინა და დაზარალებულს ცემა დაუწყო. მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნული პირი მ--–----ის შვილი იყო. გ-------ს ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს.
მოწმემ ასევე დაადასტურა გამოკითხვისას დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: ძირს დავარდნილ მ---------------–--–ს მ--–----ი დააჯდა ზემოდან და ურტყამდა ხელს სახისა და თავის არეში. აღნიშნულ პიროვნებას გ---------–---------–---იც ურტყამდა ხელს და ფეხს, რა დროსაც უცნობმა პიროვნებამ დაკარგა გონება. მ--–----მა თავის შვილს დაუწყო ჩხუბი, საყვედურობდა თუ რატომ ჩაერია კონფლიქტში. შეაგინა გ-------ს და მოსთხოვა დროზე მოშორებოდა შემთხვევის ადგილს. გ------- სწრაფად გაერიდა იქაურობას. მ--–----ი გაემართა ავტოსახელოსნოსკენ. გ-------მ დარტყმები მ--–----ის სიტყვების შემდეგ შეაჩერა. ჩხუბის შედეგად რა დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა, მისთვის უცნობია. სახელოსნოში გაიგო, რომ ჩხუბში მონაწილე მისთვის უცნობი პიროვნება დაიჭრა. ასევე ავტოსახელოსნოში გაიგო, რომ გ---------–---------–---მა დაარტყა დანა მუცელში დაზარალებულს.
3.16. მოწმე დ-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს მივიდა, ქ. თბილისში, დ------------–--------–-----–--------------------------------------–----კენ მიმავალი გზის ჩასახვევიდან, დაახლოებით 20-30 მეტრში მდებარე ავტო სახელოსნოში, რომლის წინა შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა. შენობის შემოვლა დააპირა, რა დროსაც დაინახა ძირს დაწოლილი ადამიანი, რომელიც წამოდგომას ცდილობდა. მოეჩვენა რომ იგი შეუძლოდ იყო. გადავიდა ავტომანქანიდან, მიუახლოვდა და დაინახა, რომ აღნიშნულ პიროვნებას მუცლის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. დაჭრილთან მივიდა ორი ადამიანი, რომლებმაც აღნიშნული პიროვნება ჭიშკრის შიგნით შეიყვანეს, თავქვეშ რბილი საგანი დაუდეს და წყალი მიაწოდეს.
ამდენად, სასამართლოს ი-–------------ის, რ---------–---–-----ის, დ-----------–--ისა და ზ-------------–---–ის ჩვენებებით დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, დ------------ში, ლუდის მაღაზიასთან განვითარებულ კონფლიქტში მონაწილეობდა სამი ადამიანი - მ---------------–---–ი, მ--–------–---------–---ი და გ---------–---------–---ი. ორივე ბრალდებული დაზარალებულს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. წაქცეულ მ---------------–---–ს მ--–------–---------–---ი დააჯდა ზემოდან და სახის არეში მიაყენა რამდენიმე დარტყმა, ხოლო გ---------–---------–---ი ფეხს ურტყამდა დაზარალებულს. კონფლიქტის დასრულების შემდეგ გ---------–---------–---მა დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო მ--–------–---------–---მა დასახმარებლად დაუძახა ავტოსახელოსნოში მომუშავე პირებს. რ---------–---–-----ის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ მ--–------–---------–---ის ფეხზე წამოდგომის შემდეგ შეამჩნია მ---------------–---–ის ჭრილობა და დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეები შესაძლოა კონფლიქტის ყველა დეტალზე დაწვრილებით ვერ უთითებენ, თუმცა ეს გარემოება ვერაფრით დაუკარგავს დამაჯერებლობას დაზარალებულის ჩვენებას, ვინაიდან ნივთიერი მტკიცებულებით - ვიდეო-ჩანაწერით უტყუარად დგინდება კონფლიქტის ყველა დეტალი (იმგვარად, როგორც დაზარალებული აღწერს), რასთან დაკავშირებითაც სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
3.17. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 სექტემბერს ვა--------------–----–--------------–-------------------–--ის გამომძიებელ შ-------------–---–ის მიერ, ქ. თბილისი, კ-----–----------------------–-------------ში მდებარე შპს „ვ------------------ს“ სამუშაო ოფისში, ს-------–---------------ისგან ამოღებულ იქნა ორი ცალი ვიდეო ფაილი, რომელიც ჩაიწერა კომპიუტერულ დისკზე.
3.18. მოწმე ს-------–---------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შპს „ვ-------------------ს“ აიტის მენეჯერად. კომპანიის ოფისი მდებარეობს დ------------ში, რომლის ფასადზეც, ქუჩის მხარეს დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. 2018 წლის 17 აგვისტოს, ღამის ღამის საათებში გამოიძახა ხელმძღვანელმა. ოფისში მისულს ადგილზე დახვდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებთან ერთადაც დაათვალიერა ვიდეო კამერის ჩანაწერები. რამდენიმე დღის შემდეგ, მოსამართლის განჩინების სააფუძველზე პოლიციელს გადასცა ვიდეოჩანაწერი.
3.19. სასამართლო აფასებს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმსა და მოწმე ს-------–---------------ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ოქმითა და მოწმის ჩვენებით დასტურდება შპს „ვ------------------დან“ ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ფაქტი. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის დაცვით და მასში მონაწილეთა მხრიდან შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. მოწმე ს-------–---------------ის მიერ დადასტურებულ იქნა შპს „ვ------------------დან“ ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის კანონიერება. მოწმემ განმარტა თუ როგორ და ვის გადასცა კომპანიის ოფისის ფასადზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერი.
3.20. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისის ვ---------------–----------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ-------------–---–ის მიერ, დაზარალებულ მ---------------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ორი ვიდეო ფაილი (შპს „ვ------------------ს“ გარე სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერები), კერძოდ:
პირველ ვიდეო ფაილში ჩანს კათალიკოს ა---------------–-------ა. ჩანაწერი იწყება 19:36:00 საათზე და გრძელდება 20:00:00 საათამდე. 19:36:14 საათზე მოქალაქეთა საფეხმავლო ბილიკზე ავტომანქანების სავალი გზიდან მარჯვენა მხარეს მოძრაობს მოლურჯო ფერის მაისურიანი მამაკაცი, რომელიც მ---------------–---–ის განმარტებით არის თვითონ. მ---------------–---–ი მიდის ერთსართულიან შენობასთან, რომელსაც აქვს ყვითელი აბრა. ჯიხურის ზედა მხარეს ეზოდან, რომელსაც აქვს მოშაო ფერის ჭიშკარი გამოდის შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელშიც მ---------------–---–მა ამოიცნო მ--–------–---------–---ი. მ--–------–---------–---ი მიდის ლუდის ჯიხურთან, სადაც დგას მ---------------–---–ი და იწყებს მასთან საუბარს, რის შემდეგაც მ--–------–---------–---ი და მ---------------–---–ი გადიან ლუდის ჯიხურის წინა მხრიდან და ჩერდებიან ჯიხურის ქვედა მხარეს მოყავისფრო ფერის ჭიშკართან. 19:39:47 საათზე ლუდის ჯიხურიდან გამოდის მამაკაცი და ჩერდება მ---------------–---–ისა და მ--–------–---------–---ისგან დააახლოებით 5 მეტრში, რომელზეც მ---------------–---–მა განმარტა რომ არის ლუდის ჩამომსხმელი რ---------–---–-----ი. 19:39:58 საათზე ზედა მხრიდან ჩამოდის მამაკაცი, რომელზეც მ---------------–---–მა განმარტა რომ არის სამშენებლო მაღაზიაში მომუშავე ზ----- რომლის გვარიც არ იცის. ზ----- მიდის და ჩერდება რ----------თან, მ---------------–---–ი და მ--–------–---------–---ი კი აგრძელებდნენ საუბარს. 19:45:20 საათზე მ--–------–---------–---ის ავტოსერვისის ეზოდან გადის მოთეთრო ფერის მაისურიანი მამაკაცი, რომელშიც მ---------------–---–მა ამოიცნო მ--–------–---------–---ის შვილი გ---------–---------–---ი. აღნიშნული პიროვნება გადის ავტოსახელოსნოს ეზოდან და ჩერდება მოქლაქეთა საფეხმავლო ბილიკზე, 19:45:32 საათზე მ---------------–---–ი და მ--–------–---------–---ი იწყებენ ერთმანეთში ძიძგილაობას, რა დროსაც რ--------ი და ზ----- მიდიან მათთან. მოჩხუბრების მიმართულებით ასევე სირბილით მიემართება გ---------–---------–---ი. 19:45:37 საათზე გ---------–---------–---ი მირბის მ-------------–---–თნ და დაზარალებულს ურტყამს ნეკნებისა და მუცლის მიდამოში ხელს რამდენჯერმე. მ---------------–---–ის განმარტებით, მოცემულ მომენტში გ---------–---------–---მა მას დაარტყა დანა, რა დროსაც განიცადა ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ მოცემულ მომენტში დაინახა, რომ გ---------–---------–---ს ხელში დანა ეჭირა. აღნიშნულის შემდეგ მ-------------–---–ს ძირს აგდებს მ--–------–---------–---ი, რომელსაც გ---------–---------–---ი ურტყამს ფეხს, ხოლო მ--–------–---------–---ი ზევიდან აჯდება მ---------------–---–ს და ურტყამს ხელს სახისა და თავის არეში რამოდენიმეჯერ. მ---------------–---–ის განმარტებით, როდესაც დაეცა და მ--–------–---------–---ი ურტყავდა ხელს, მან დაკარგა გონება მ--–------–---------–---ი დარტყმების შედეგად. 19:45:52 საათზე მ--–------–----------–ანმა თავი დაანება მ-------------–---–ისათვის დარტყმას, ხელი მოჰკიდა გ---------–---------–---ს და წაიყვანა მ-------------ის გზის მიმართულებით, რის შემდეგაც გ---------–---------–---ი სირბილით შედის თონის უკან და ქრება კადრიდან, ხოლო მ--–------–---------–---ი შედის მის კუთვნილ ავტო სახელოსნოში. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ზ----- და რ--------ი გაჩერდნენ ლუდის ჯიხურის წინ, რის შემდეგაც რ--------ი მიდის მ---------------–---–თან, რომელიც წევს მიწაზე, ათვალიერებს მას და ბრუნდება ლუდის ჯიხურთან. ავტოსახელოსნოდან გამოსულ მ---------------–---–ისათვის უცნობ მამაკაცს, რომელსაც აცვია ჭრელი პიჯაკი ეუბნება რაღაცას, რომელიც შედის ავტო სახელოსნოში საიდანაც ბრუნდება მ--–------–---------–---თან და სხვა პირებთან ერთად. აღნიშნული პიროვნება მიდის ქვისა და ხის სახელოსნოს ჭიშკართან, აღებს კარს, რა დროსაც ზ----- მიემართება მ-------------ის გზის მიმართულებით, ხოლო მ---------------–---–ი ცდილობს წამოდგომას მაგრამ ვერ ახერხებს. მ--–------–---------–---ი შედის სახელოსნოს ეზოში, ჭრელ პიჯაკიანი მამაკაცი და რ--------ი ცდილობენ მ-----ის შეყვანას სახელოსნოს ეზოში, რა დროსაც ეზოდან გამოსული მ--–------–---------–---ი ეხმარება მათ. სამივე ერთად წევს მ---------------–---–ს, შეჰყავთ ქვისა და ხის სახელოსნოს ეზოში, რის შემდეგაც ადგილზე მიდიან მ---------------–---–ისათვის უცნობი პიროვნებები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. 19:59:50 საათზე მ--–------–---------–---ი მიმერთება მ-------------ის სასაფლაოების მიმართულებით, ვიდეო ჩანაწერი მთავრდება 20:00 საათზე.
ასევე დათვალიერდა მეორე ვიდეო ფაილი, სადაც ჩანს ქუჩა, შენობები, მოქალაქეების საფეხმავლო ბილიკი და ხიდი. ჩანაწერი იწყება 19:36:25 სთ-ზე და გრძელდება 20:00:00 საათამდე. მ---------------–---–ის განმარტებით ქუჩა რომელსაც ვიდეო კამერა უყურებს, არის ქ.თბილისში მდებარე კათალიკოს ა---------------–-------ა, ხოლო ჩანაწერში დაფიქსირებული ხიდი არის ა----–-----–----------------------------ში გადასავლელი ხიდი. ჩანაწერის დასაწყისში მოქალაქეთა საფეხმავლო ბილიკზე ავტომანქანების სავალი გზიდან მარცხენა მხარეს მოძრაობს მოლურჯო ფერის მაისურიანი მამაკაცი, რომელშიც მ---------------–---–მა ამოიცნო საკუთარი თავი. მ---------------–---–ი მიდის ერთ სართულიან შენობასთან და 19:36:31 საათზე ქრება კადრიდან. შენობის წინ მოჩანს მოწითალო ფერის ქოლგა, მ---------------–---–მა განმარტა რომ ამ დროს მიდის რ---------–---–-----ის ლუდის ჩამოსასხმელი ჯიხურთან და ყიდულობს ლუდს, მ---------------–---–ი კადრში ჩნდება 19:38:50 საათზე რა დროსაც ავტომანქანების სავალი გზიდან მარცხნივ მოქლაქეთა საფეხმავლო ბილიკზე გადადგილდება და მას უკან მიყვება შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელშც მ---------------–---–მა ამოიცნო მ--–------–---------–---ი. ისინი ჩერდებიან მოყავისფრო ფერის ჭიშკართან და იწყებენ საუბარს. აღნიშნულ ჭიშკარზე დაზარალებულმა განმარტა, რომ არის ქვისა და ხის სახელოსნოს ეზოში შესასვლელი. 19:40:00 საათზე მ---------------–---–ისა და მ--–------–---------–---ისგან დაახლოებით 5 მეტრში, მოწითალო ფერის ქოლგასთან ჩნდება მამაკაცი, რომელზეც მ---------------–---–მა განმარტა, რომ არის ლუდის ჩამომსხმელი რ---------–---–-----ი. ჩანაწერის თანახმად, მ---------------–---–ი და მ--–------–---------–---ი აგრძელებენ საუბარს რა დროსაც კადრში გადადგილდებიან დაზარალებულისათვის უცნობი მოქალაქეები. მ---------------–---–ის განმარტებით, მ--–------–---------–---თან საუბარი შეეხებოდა მათ შორის არსებულ სადაო მიწის ნაკვეთს, 19:45:18 საათზე მ--–------–---------–---ისა და მ---------------–---–ის ადგილსამყოფელის მოპირდაპირედ, ავტომანქანების სავალი გზიდან მარჯვნივ არებული მოთეთრო ფერის ჯიხურიდან გამოდის პირი, რომელიც გადადგილდება მოქალაქეთა საფეხმავლო ბილიკზე. 19:45:32 საათზე მ---------------–---–ი და მ--–------–---------–---ი იწყებენ ერთმანეთში ძიძგილაობას, რა დროსაც 19:45:36 საათზე კადრში ჩნდება პიჯაკიანი მამაკაცი, რომელზეც მ---------------–---–მა განმარტა, რომ არის სამშენებლო მასალების მაღაზიაში მომუშავე ზ-----, ხოლო მოთეთრო ფერის მაისურიანი მამაკაცი არის მ--–------–---------–---ის შვილი - გ---------–---------–---ი, ისინი ერთად მირბიან. გ---------–---------–---ი მიდის მ-------------–---–თნ, რა დროსაც ზ----- ცდილობს მ--–----ისა და მ-----ის გაშველებას ხოლო გ---------–---------–---ი ურტყამს ხელს მ---------------–---–ს ნეკნებისა და მუცლის მიდამოში რამოდენიმეჯერ. მ---------------–---–მა განმარტა, რომ ამ დროს გ---------–---------–---მა მას დაარტყა დანა, რა დროსაც განიცადა ტკივილი. შემდეგაც მ-------------–---–ს ძირს აგდებს მ--–------–---------–---ი, რომელსაც გ---------–---------–---ი ურტყამს ფეხს. ამ დროს მათ უახლოვდება რ---------–---–-----ი. მ--–------–---------–---ი ზევიდან აჯდება მ---------------–---–ს და ურტყამს ხელს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე. მ---------------–---–ის განმარტებით, როდესაც დაეცა და მ--–------–---------–---ი ურტყავდა ხელს, მან დაკარგა გონება მ--–------–---------–---ის დარტყმების შედეგად, ხოლო გათიშულ მ---------------–---–ს კვლავ რამოდენიმეჯერ დაარტყა მ--–-----–---------–--მა ხელი სახის და თავის არეში ხოლო აღნიშნული ჩხუბის მიმდინარეობისას ზ----- ცდილობდა მ--–---- და გ---------–---------–---ების გაჩერებას და ჩხუბის განეიტრალებას. 19:45:52 საათზე მ--–------–----------–ანმა თავი დაანება მ-------------–---–ისათვის ხელის დარტყმას, ხელი მოჰკიდა გ---------–--------–---ს და წაიყვანა. შემდეგაც რ--------ი მიდის მ---------------–---–თან, რომელიც წევს ძირს, ათვალიერებს მას და ბრუნდება ისევ ლუდის ჯიხურთან. აღნიშნულის შემდეგ კადრში ჩნდება ჭრელ პიჯაკიანი მამაკაცი, რომელიც მიდის ქვისა და ხის საელოსნოს ჭიშკართან, აღებს კარს, რომელსაც უკან მიჰყვება ჯერ რ---------–---–-----ი, შემდეგ მ--–------–---------–---ი და მ---------------–---–ისათვის უცნობი შავებში ჩაცმული მამაკაცი. ამ დროს მ---------------–---–ი ცდილობს წამოდგომას, მაგრამ ვერ ახერხებს. მ--–------–---------–---ი შედის ხისა და ქვის სახელოსნოს ეზოში, ჭრელ პიჯაკიანი მამაკაცი და რ--------ი ცდილობენ მ---------------–---–ის შეყვანას ხისა და ქვის სახელოსნოს ეზოში, რა დროსაც ეზოდან გამოსული მ--–------–---------–---ი ეხმარება, ხოლო მათი თანმხლები შავებში ჩაცმული მ---------------–---–ისათვის უცნობი მამაკაცი მიდის ლუდის ჯიხურის მიმართულებით და ქრება კადრიდან. სამივე ერთად წევს მ---------------–---–ს და შეჰყავთ ქვისა და ხის სახელოსნოს ეზოში, რის შემდეგაც ადგილზე მიდიან მ---------------–---–ისათვის უცნობი პიროვნებები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია, 19:59:50 საათზე მ--–------–---------–---ი გადის ქვისა და ხის სახელოსნოს ეზოდან და მიემართება ლუდის ჯიხურის მიმართულებით, რის შემდეგაც იგი ქრება კადრიდან, ვიდეო ჩანაწერი სრულდება 20:00 საათზე.
3.21. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა შ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.22. სასამართლო აღნიშნავს დათვალიერების ოქმი სრულად შეესაბამება ვიდეო-ჩანაწერს და აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ამდენად, სასამართლო დამატებით მხოლოდ რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა. ვიდეო ჩანაწერით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ კონფლიქტი დაიწყო მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის. მ---------------–---–ი მკერდით დაეჯახა მ--–------–---------–---ს, რაც მკაფიოდ ჩანს მეორე ვიდეო ფაილში. დაზარალებულს მ--–------–---------–---ისთვის ხელი არ დაუტყამს. მ---------------–---–ს ხელში ეჭირა პარკი პროდუქტებით. მათ ერთმანეთს მოჰკიდეს ხელი და დაიწყეს ჭიდაობა. სწორედ ამ მომენტში სწრაფად მივარდა გ---------–---------–---ი მოჭიდავეებს და აშკარად ჩანს მისი ხელის რამდენიმე მოძრაობა მ---------------–---–ის გულმკერდისაკენ, რა დროსაც კონფლიქტის სამივე მონაწილე დაეცა ძირს. გ---------–---------–---ი სწრაფად დგება და ორჯერ ფეხს ურტყამს მ---------------–---–ს. ამ მომენტში პირველ ვიდეო ფაილში ნათლად ჩანს, რომ მ--–------–---------–---ი ხელით ორჯერ სწევს გ---------–---------–---ს და მიუთითებს, რომ აღარ დაარტყას დაზარალებულს, რის შემდეგაც მ--–------–---------–---ი სახის არეში რანდენჯერმე გამეტებით ურტყამს ხელს მ---------------–---–ს. მ--–------–---------–---ი დგება ფეხზე, ხელს ჰკიდებს გ---------–---------–---ს და გაჰყავს შემთხვევის ადგილიდან.
3.23. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისის ვ-----------------–----–--------------–-------------------–--ის გამომძიებელ მ-----–------------–---–ის მიერ, ი-----------ის, გ--–---–---------–---ისა და გ-------------–---–ის თანდასწრებით, გამომძიებლების - ბ----–--–---–-–---–ისა და გ------- ჩხაიძის მონაწილეობით გაჩხრეკილ იქნა, ქ. თბილისში, დ. ა----–-----–---------------- კ/მ. „მ-------------–--------ში მდებარე მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი წარწერით „საიგა“-7.62. სერიული ნომრით 0--------, ოპტიკური ხედვის სამიზნით, ხის კონდახით, მჭიდითა და ექვსი ცალი ვაზნით. მჭიდი არის მოშავო ფერის, ხოლო ვაზნები მომწვანო ფერის, სპილენძისფერი ტყვიის გულებით, წითელი ზოლებით, მ--–------–---------–---ის სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
3.24. გამომძიებელმა მ-----–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომელ ბ----–--–---–-–---–თან ერთად ჩაატარა მ--–------–---------–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომელიც ჩატარდა ქალბატონისა და ოჯახის ახლობელი 4-5 ადამიანის მონაწილეობით. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ავტომატური სანადირო იარაღი და მომწვანო ფერის ვაზნები, ასევე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. აღნიშნული ნივთები აღმოჩენილ იქნა სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში. იარაღი იდო კარადის თავზე, რომლის გვერდით, პატარა ტუმბოში მოთავსებული იყო ვაზნები და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. დადგენილება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გააცნო მონაწილე პირებს. მათ მიერ შენიშვნა გამოთქმული არ ყოფილა.
3.25. გამომძიებელმა ბ----–--–---–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული მ--–------–---------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს, ღამის საათებში, მ-----–------------–---–თან ერთად გაჩხრიკა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა სანადირო კარაბინი, მჭიდი და 6 ცალი ვაზნა. მოწმის განმარტებით, სანადირო იარაღი გაფორმებული იყო მ--–------–---------–---ის სახელზე. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ ოჯახის ნათესავები, მათ შორის მ--–------–---------–---ის მეუღლე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ. ოთახი საიდანაც ვაზნები იქნა ამოღებული, ჩხრეკაში მონაწილე ქალბატონის განმარტებით, ეკუთნოდა მ--–------–---------–---ს. გარდა საწოლისა და კარადისა, აღნიშნულ ოთახში ვისი ნივთები იყო მოთავსებული არ ახსოვს. ქალბატონმა ასევე განმარტა, რომ იარაღი და ვაზნები მის მეუღლეს ეკუთნოდა. კარადაში მამაკაცის ტანსაცმელი იდო თუ არა, არ ახსოვს.
3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--–------–---------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, გამომძიებლების - მ-----–------------–---–ისა და ბ----–--–---–-–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს, მ--–------–---------–---ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა „საიგას“ მოდელის სანადირო, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ცალი ტყვია. ასევე ამოღებული იქნა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმადაც, იარაღი გაფორმებული იყო მ--–------–---------–---ის სახელზე. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3.27. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 2 ოქტომბრის #1----დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „საიგას“ მოდელის 7.62 კალიბრის კარაბინი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. კარაბინზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.
ექსპერტიზაზე წარდგენილი 6 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ. კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკ-47“, „აკმს“, „აკმსუ“ მოდელის ავტომატებისათვის, „სკს“ მოდელის კარაბინისათვის სხვა. აღნიშნული ვაზნების გასროლა ასევე შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარდგენილ კარაბინში. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის (ექსპერტი პ--------------ე).
3.28. ექსპერტმა პ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ექვსი ვაზნიდან გაისროლა ორი და დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვაზნები ვარგისია სროლისათვის და განკუთვნილი არ არის „საიგას“ ტიპის სანადირო კარაბინისათვის. ვაზნები არის სამხედრო დანიშნულების, რომელიც განკუთვნილია ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოსაყვანად. ექსპერტის განმარტებით, ზოგადად ვაზნა არის სხვადასხვა დანიშნულების - მგეზავი, ჯავშან მხვრეტი, ასაფეთქებელი და სხვა. არსებობს ამავე კალიბრის სანადირო დანიშნულების ვაზნები, რასაც არ მიეკუთვნება ექსპერიზაზე წარდგენილი ობიექტი (ექვსი ცალი ვაზნა). ვაზნები „საიგასთვის“ არ არის განკუთვნილი, თუმცა აღნიშნული იარაღიდან გასროლის წარმოება შესაძლებელია. სანადირო ვაზნებს უნდა ჰქონდეთ ნახვრეტი ტყვიაში, ტყვიის თავი უნდა იყოს რკალისებრი და მოკალული. სროლაშიც არის განსხვავება, რადგან სანადირო ვაზნებში დენთი ნაკლებია. ექსპერტმა ასევე დაადასტურა, რომ სანადირო ვაზნის ტყვიის გულა დამზადებულია რბილი ლითონისაგან, ხოლო სამხედრო ვაზნის ტყვიის გულა მყარი ლითონისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვაზნა სანადირო არ არის, შესაძლებელია მისი სანადირო დანიშნულებით გამოყენება. ,,საიგას“ ვაზნები არ არსებობს. არსებობს 7.62 კალიბრის ვაზნები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ,,საიგაში“, ასევე ,,სკს-ში“.
3.29. სასამართლო აფასებს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ექსპერტის დასკვნის უტყუარობის შეფასების თვალსაზრისით.
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი აღწერს ვაზნების ვიზუალურ მხარეს, მათ პარამეტრებს და განმარტავს, რომ საცნობარო მონაცემებთან შედარებით დაადგინა, რომ 6 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ. კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკ-47“, „აკმს“, „აკმსუ“ მოდელის ავტომატებისათვის, „სკს“ მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნების გასროლა ასევე შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარდგენილი კარაბინიდან. მიხედავად იმისა, რომ ექსპერტი სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში შეეცადა განემარტა სამხედრო დანიშნულების ვაზნასა და სანადირო ვაზნას შორის განსხვავება, ამ გარემოებებთან დაკავშირებით არაფერი აქვს ნათქვამი ექსპერტიზის დასკვნაში. სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა, რა საცნობარო მონაცემებს შეადარა საკვლევი ობიექტები ექსპერტმა და რა ლიტერატურას/ნორმატიულ მასალას დაეყრდნო დასკვნის გაცემის დროს. დასკვნაში გამოყენებულ ლიტერატურაში მითითებულია: ,,შაშხანები და კარაბინები“ და ,,ვაზნები და მათი კრიმინალისტიკური გამოკვლევა“, თუმცა არ არის მითითებული არც ავტორი, არც გამოცემის თარიღი, რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელია ლიტერატურის იდენტიფიცირება, რასაც საექსპერტო დასკვნა ეყრდნობა.
3.30. საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.
3.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტს დარღვეული აქვს საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ასახული რა მასალები (რა ლიტერატურა ან ნორმატიული მასალა) გამოიყენა საექსპერტო კვლევისას. აღნიშნული ხარვეზი არსებითია იმდენად, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნა მეტი სანდოობისა და დამაჯერებლობისათვის უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა ექსპერტის გამოცდილებას, თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვანია დასკვნაში აღინიშნოს ლიტერატურა, ნორმატიული მასალა, რომელსაც ეყრდნობა საექსპერტო კვლევა და ადასტურებს, რომ დასკვნა გაცემულია კონკრეტულ მასალებზე (ლიტერატურაზე ან ნორმატიულ მასალაზე) დაყრდნობით, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით და არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტის პირად შეფასებებს.
3.33. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ვაზნები განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკ-47“, „აკმს“, „აკმსუ“ მოდელის ავტომატებისათვის, „სკს“ მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნების გასროლა ასევე შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარდგენილი კარაბინიდან. სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა თუ სადავო ვაზნები განკუთვნილია მათ შორის „სკს“ მოდელის კარაბინისათვის და სხვა, რატომ არ არის განკუთვნილი იმავე კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,საიგას“ მოდელის კარაბინისთვის, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც ექსპერტის განმარტებით აღნიშნული ვაზნების გასროლა შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარდგენილი კარაბინიდან და მისი ჩვენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვაზნა სანადირო არ არის, შესაძლებელია მისი სანადირო დანიშნულებით გამოყენება. ექსპერტი ჩვენებაში თავად განმარტავს, რომ ,,საიგას“ ვაზნები არ არსებობს. არსებობს 7.62 კალიბრის ვაზნები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ,,საიგაში“, ასევე ,,სკს-ში“. ამდენად, იმ პირობებში თუ ,,საიგას“ ვაზნები არ არსებობს, სადავო ვაზნები განკუთვნილია „სკს“ მოდელის კარაბინისათვის და სხვა, ამ ვაზნების გასაროლა შესაძლებელია ,,საიგას“ მოდელის კარაბინიდან, მათ შორის შესაძლებელია მათი სანადიროდ გამოყენება და ფაქტობრივად შესაძლებელია „სკს“ მოდელის კარაბინთან ერთად შენახვა, რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება შენახვის უფლებით რეგისტრირებული ,,საიგას“ მფლობელს ასევე შეინახოს სადავო ვაზნები და გამოიყენოს სანადიროდ!? აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე, სასამართლო იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებზეც სასამართლომ დამაჯერებელი პასუხები ვერ მიიღო და გაურკვეველი დარჩა კონკრეტულად რა მასალებს (ლიტერატურას/ნორმატიულ მასალას) ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნა.
3.34. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების - მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც იგი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.35. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ოქტომბრის #0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი ვ-------------ა):
სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით „ . . . 6 ცალი ვაზნა მჭიდით....“ მოთავსებულ მჭიდსა (ობ. #1) და ექვს ცალ ვაზნაზე (ობ. #2) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული ,,დნმ-ის“ მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით: „ . . . #1-ბეტონის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით: ობ. #2-მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში: ობ. #3-მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში; ობ. #4-ქსოვილის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. #3), ანაწმენდებზე (ობ. #4-5) და ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. #6-7) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---------------–---–ს.
პაკეტში წარწერით: „ ... გ---------–---------–---ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. #8-9) და მაისურზე (ობ. #10) არსებულ მოყვითალო, მოყავისფრო და ღია მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
3.36. გამომძიებელმა ზ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე, რომლის მიხედვითაც გ---------–---------–---ი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მიემგზავრებოდა სვანეთისკენ. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.
3.37. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ზ-------------–---–ის ჩვენება, არ ადასტურებს მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას დამატებით არ შეაჩერებს.
3.38. ბრალდებულმა მ--–------–---------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------ში, კუთვნილ ავტომანქანების სახელოსნოსთან. იქვე მდებარე ლუდის მაღაზიასთან შეამჩნია მ---------------–---–ი, რომელსაც მიუახლოვა და გაესაუბრა. საუბარი შეეხებოდა სადავო მიწის ნაკვეთს. მოულოდნელად მ---------------–---–მა დედა შეაგინა. გინების საპასუხოდ დაზარალებულისთვის სახეში ხელის დარტყმა უნდოდა, მაგრამ მ---------------–---–მა ხელი დაუჭირა. გადავიდა თავდაცვაზე, მაგრამ მ---------------–---–მა ხელის დარტყმა მაინც მოახერხა. რამდენიმე მეტრით უკან დაიხია, რა დროსაც დაზარალებულმა ხელი ძლიერად დაარტყა გულ-მკერდის არეში. აღნიშნულის შემდეგ მ---------------–---–ი წააქცია, ზემოდან მოექცა და 4-5 ჯერ დაარტყა სახეში. ამ დროს შეამჩნია გ---------–---------–---ი, რომელიც მისი თხოვნით ჩხუბში არ ჩარეულა და გევერდზე დადგა. მ---------------–---–ის წაქცევის შემდეგ მოჩხუბრებთან მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანები და გააშველეს. მ---------------–---–ი მიწაზე იწვა, თუმცა მას გონება არ დაუაკრგავს. დაზარალებულს გაესაუბრნენ გამშველებელი ბიჭები, რომლებმაც თქვეს, რომ მ---------------–---–ს „ბრმა ნაწლავი“ გაუსკდა. შევარდა სახლოსნოში და ბიჭებს დახმარება სთხოვა. მათთან ერთად ხელი მოჰკიდა მ---------------–---–ს და სახელოსნოში შეიყვანა. გ---------–---------–---ის მიერ მ---------------–---–ისათვის ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. მოგვიანებით შეიტყო, რომ გ---------–---------–---მა 2-3 ჯერ დაარტყა ხელი მ---------------–---–ს. ჩხუბის შედეგად გულ-მკერდის არეში მიიღო დაზიანება. ბრალდებულის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, ნახევრად ავტომატური კარაბინი „საიგა“ შეიძინა 90-იან წლებში. აღნიშნული იარაღი არის „კალაშნიკოვის“ ბაზაზე აწყობილი და გამოიყენება „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთის განკუთვნილი ნებისმიერი ვაზნა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ჩხრეკისას ამოღებული 6 ცალი ვაზნა, ძალიან დიდი ხნის წინ შეიძინა პეკინის გამზირზე არსებულ მაღაზიაში. იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე.
3.39. ბრალდებულმა გ---------–---------–---მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, საღამოს საათებში, დ------------ში მდებარე ავტოსახელოსნოსთან იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა, რომ დაახლოებით 20 მეტრში მამამისი მ--–------–---------–---ი ესაუბრებოდა მ---------------–---–ს. შეამჩნია თუ როგორ მოუქნია ხელი მ---------------–---–მა მამამისს. მივიდა მოჩხუბრებთან და გააშველა. ბრალდებულმა გ---------–---------–---მა დაადასტურა, რომ დაზარალებულს ნამდვილად დაარტყა ხელი. გ---------–---------–---ის განმარტებით, ახსოვს, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ხელში ათამაშებდა რკინის საგანს, რომელიც იქვე, სახელოსნოსთან დააგდო. მ---------------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ პოლიციაში შეიტყო. როდესაც მიუახლოვდა მ---------------–---–ს ხელი დაარტყა, თუმცა ამ დროს რკინის საგანი ეჭირა თუ არა არ ახსოვს. მ--–------–---------–---ი თავს იცავდა, ხელს უჭერდა დაზარალებულს და საპასუხოდ მ---------------–---–ისთვის ხელი არ დაურტყამს. დაზარალებული საღ გონებაზე დატოვა. ფიზიკური დაზიანება არ შეუმჩნევია. მისთვის ცნობილი იყო, რომ მამამისი დაავადებული იყო.
3.40. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების - მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის განმარტებებს იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ გ---------–---------–---ი ჩხუბში არ ჩარეულა და გვერდიდან უყურებდა კონფლიქტის მონაწილეებს, ვინაიდან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. დაზარალებულისა და მოწმეების, ასევე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის ერთობლივი ანალიზიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, შემთხვევის ადგილზე კონფლიქტი დაიწყო მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის. ფიზიკურ დაპირისპირებაში მალევე ჩაერთო გ---------–---------–---ი, რომელმაც ფეხზე მდგომ მ---------------–---–ს მუცლის მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რომელშიც დანა ეჭირა. დაზარალებული წაიქცა. მ---------------–---–მა დაადასტურა, რომ სწორედ გ---------–---------–---ის მიერ ხელის მოქნევის შემდეგ იგრძნო ტკივილი მუცლის არეში და დაინახა დანა ბრალდებულის ხელში. აღნიშნულის შემდეგ, ძირს წაქცეულ მ---------------–---–ს ზემოდან დააჯდა მ--–------–---------–---ი და არაერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. ვიდეო-ჩანაწერით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა ერთი მხრივ დაზარალებულ მ---------------–---–სა და მეორე მხრივ მ--–---- და გ---------–---------–---ებს შორის. სხვა მესამე პირს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი, მეზობელმა სცადა გაშველება და მას მ---------------–---–ისათვის დანამდვილებით არაფერი დაურტყამს. ვიდეო-ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ მ--–------–---------–---მა მ---------------–---–ს დაარტყა რამდენჯერმე მხოლოდ სახის არეში. მას გულმკერდის ან მუცლის მიდამოში ხელი არ დაურტყამს დაზარალებულისთვის. კადრში აშკარად ჩანს გ---------–---------–---ის ჩხუბში ჩართვისთანავე ხელის მ---------------–---–ის გულ-მკერდის მიმართულებით არაერთი მოძრაობა, შესაბამისად, გონივრული ეჭვი, რაც გ---------–---------–---ის მიერ მ---------------–---–ისათვის დანის გულ-მკერდის მიდამოში რამდენიმე დარტყმას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ არსებობს.
3.41. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც გამყარებულია ვიდეო-ჩანაწერით და იძლევა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების სრულად აღდგენის შესაძლებლობას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ კონფლიქტი დაიწყო მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის. მ---------------–---–ი მკერდით დაეჯახა მ--–------–---------–---ს, რაც მკაფიოდ ჩანს მეორე ვიდეო ფაილში. დაზარალებულს მ--–------–---------–---ისთვის ხელი არ დაუტყამს. დაზარალებულს ხელში ეჭირა პარკი პროდუქტებით. მათ ერთმანეთს მოჰკიდეს ხელი და დაიწყეს ჭიდაობა. სწორედ ამ მომენტში სწრაფად მივარდა გ---------–---------–---ი მოჭიდავეებს და აშკარად ჩანს მისი ხელის რამდენიმე მოძრაობა მ---------------–---–ის გულმკერდისაკენ, რა დროსაც კონფლიქტის სამივე მონაწილე დაეცა ძირს. გ---------–---------–---ი სწრაფად დგება და ორჯერ ფეხს ურტყამს მ---------------–---–ს. ამ მომენტში პირველ ვიდეო ფაილში ნათლად ჩანს, რომ მ--–------–---------–---ი ხელით ორჯერ სწევს გ---------–---------–---ს და მიუთითებს, რომ აღარ დაარტყას დაზარალებულს, რის შემდეგაც მ--–------–---------–---ი სახის არეში რანდენჯერმე გამეტებით ურტყამს ხელს მ---------------–---–ს. მ--–------–---------–---ი დგება ფეხზე, ხელს ჰკიდებს გ---------–---------–---ს და გაჰყავს შემთხვევის ადგილიდან. ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებულს გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა ოთხი ჭრილობა, მათ შორის ერთი სიცოცხლისათვის სახიფათო. ამდენად, ზემოაღნიშნული უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გულ-მკერდის არეში დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა გ---------–---------–---მა, ხოლო სახის არეში მ--–------–---------–---მა. ასევე უტყუარად დგინდება, რომ ფეხის ორჯერ დარტყმის შემდეგ გ---------–---------–---ი კვლავ იწევს მ---------------–---–ისაკენ დასარტყმელად, თუმცა მ--–------–---------–---ი ხელით ორჯერ ანიშნებს, რომ გაიწიოს და აღარ აძლევს კონფლიქტის გაგრძელების შესაძლებლობა. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ფაქტობრივ შეფასებას, სასამართლო იმსჯელებს ქვემოთ განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
3.42. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ნაწილობრივ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა მ--–------–---------–---ის მიერ მ---------------–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისა და გ---------–---------–---ის მიერ დაზარალებულის მკვლელობის მცდელობის ფაქტები. რაც შეეხება საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენას და შენახვას, საქმეში არსებული არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული ნივთების კუთვნილება გ---------–---------–---ისათვის. მტკიცებულბებით დგინდება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა მ--–------–---------–---ს, რომლიდან გასროლისთვისაც ინახავდა ექვს ცალ ვაზნას.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული ობიექტი მიეკუთვნება თუ არა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე მისი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს საგნისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მისი შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
4.3. იარაღის კუთვნილების უტყუარად დადგენის საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილი აქვს პრაქტიკა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენი), რომლის თანახმადაც არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულბებით ვერ შეეძლო უტყუარად დაედასტურებინა, რომ საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს მ--–------–---------–---მა და გ---------–---------–---მა. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ---------–---------–---ის რაიმე ფორმით შემხებლობა საბრძოლო მასალასთან, მით უფრო გ---------–---------–---ის მიერ მისი უკანონოდ შენახვის ფაქტი. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვაზნები რომლებიც მ--–------–---------–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული, შეძენილი ჰქონდა ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური, „საიგას“ მოდელის კარაბინისთვის.
4.5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს: ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია; ბ) ?? ??????? ??-9 ?????? ??-2 ??????? გათვალისწინებულ დაწესებულებებს; გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს; გ 1) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს; დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას; ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ვ) ტირის , სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.
ექსპერტ პ--------------ის ჩვენებითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ--–------–---------–---ის სახელზე რეგისტრირებული კარაბინიდან შესაძლებელია ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნებით გასროლის წარმოება. ამასთან, ექსპერტის განმარტებითვე, სადავო ვაზნები განკუთვნილია „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასოლი იარაღების ფართო სპექტრისთვის, თუმცა ჩამონათვალში არ მიუთითა ასევე კალაშნიკოვის კონსტრუქციის კარაბინი „საიგა“, რომლიდანაც შესაძლებელია ხსენებილი ვანზებით გასროლა. ასევე ექსპერტმა პასუხი ვერ გასცა კითხვას, კონკრეტული იარაღისთვის ვაზნის „კუთვნილება“ ნიშნავს თუ არა სპეციალურად „საიგას“ მოდელის კარაბინისთვის მის დამზადებას, თუ კანონმდებლის ტერმინი - ,,განკუთვნილია“ რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღებიდან გასროლისთვის, მოიაზრებს იარღიდან გასროლის წარმოების შესაძლებლობას ხელოვნური ჩარევის გარეშე.
4.6. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილში გამოყენებული ტერმინი ,,განკუთვნილია ... იარაღიდან გასროლისათვის“, არის ორაზროვანი და არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად განისაზღვროს ტერმინი ,,განკუთვნილია“ გულისხმობს იმას, რომ ვაზნა დამზადებულია კონკრეტული იარაღიდან გასროლისათვის, თუ გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია კონკრეტული იარაღიდან მისი გასროლა (ისე, რომ არ დაზიანდეს იარაღი და შენარჩუნებული იქნეს იარაღის ვარგისიანობა).
4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი მოითხოვს სისხლის სამართლის კანონის საკმარის ხელმისაწვდომობას და სიზუსტეს: საქმეზე კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Kokkinakis v. Greece, No. 14307/88 სერია ა, No. 260-A, 25.5.93) სასამართლომ დაადგინა, რომ მე-7 მუხლი: ადგენს უფრო ზოგად პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია განმარტოს დანაშაული და განსაზღვროს სასჯელი... და პრინციპს, რომ სისხლის სამართალი არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ბრალდებულის საზიანოდ, მაგალითად, ანალოგიის პრინციპით; აქედან გამომდინარე, დანაშაული ნათლად უნდა იყოს განმარტებული კანონით. ეს პირობა შესრულებულია, როდესაც პირისთვის ტექსტი გასაგებია და საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, თუ მისი რომელი მოქმედება ან უმოქმედობა დააკისრებს მას პასუხისმგებლობას.
4.8. როდესაც საუბარია „სამართალზე“, მე-7 მუხლი გულისხმობს ზუსტად იმ მნიშვნელობას, რომელსაც კონვენცია სხვადასხვა შემთხვევებზე იყენებს. მნიშვნელობა/კონცეფცია, რომელიც მოიცავს როგორც ნორმატიულ, ისე პრეცედენტულ სამართალს და გულისხმობს თვისებრივ მოთხოვნებს, მათ შორის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას (იხ. Cantoni v. France, 15 November 1996, § 29, განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიში 1996-V; Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96, 32547/96, 32548/96, 33209/96 და 33210/96, § 145, ECHR 2000-VII; და Sud Fondi S.r.l. and Others v. Italy, no. 75909/01, §§ 107 და 108, 2009 წლის 20 იანვარი).
4.9. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი (მათ შორის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველო კანონი, „???????? ?? ?????? ???????????? ?????????? ????????? ???????“ ??????????? ?????? ?? ???? ??????????????? ??????) არ იცნობს ე.წ. „სამხედრო დანიშნულების“ ვაზნების ცნებას (რაზეც ექსპერტიზის დასკვნაში მიუთითებს ექსპერტი პ--------------ე), არც იმას განსაზღვრავს, რომ მისი შეძენა და შენახვა დაუშვებელია. შესაძლებელია სამხედრო ლიტერატურაში დაყოფილია საბრძოლო მასალა, მათ შორის ვანზები სანადირო, სამხედრო ან სხვა დანიშნულების მიხედვით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არც კანონმდებელი იცნობს ,,სამხედრო დანიშნულების“ ვაზნის ცნებას, საკანონმდებლო ტერმინი ,,განკუთვნილია“ (მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის) არ არის განჭვრეტადი (გაურკვეველია იგულისხმება მხოლოდ დამზადება კონკრეტული იარაღისათვის, თუ კონკრეტული იარაღიდან გასროლის შესაძლებლობა), მ--–------–---------–---ს ვაზნები შენახული ჰქონდა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ,,საიგასათვის“, მას არ ჰქონია რაიმე განზრახვა და მიზანი, არალეგიტიმური მიზნით გამოეყენებინა კონკრეტული ვაზნები, სადავო ვაზნები განკუთვნილია მათ შორის კალაშნიკოვის კონსტრუქციის კარაბინებისათვის და მათი გასროლა შესაძლებელია მ--–------–---------–---ის იარაღიდან, ამ პირობებში, მოლოდ ის გარემოება, რომ ვაზნები შესაძლოა იყო სამხედრო დანიშნულების (ექსპერტიზის დასკვნა არ არის სარწმუნო), არ არის საკმარისი და წონადი არგუმენტი ვაზნების შენახვა (რეგისტრირებული ,,საიგას“ კარაბინისთვის) ჩაითვალოს უკანონოდ და მსჯავრი დაედოს მ--–------–---------–---ს აღნიშნული საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის.
4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების დეტალური ანალიზის შედეგად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, გ---------–---------–---ი და მ--–------–---------–---ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
4.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა გ---------–---------–---ის განზრახვა მ---------------–---–ის სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
4.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ მკვლელობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს შედეგის დადგომას სიცოცხლის მოსპობის სახით, რის გამოც მკვლელობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი გარდაიცვალა. ამდენად, თუ პირმა შეასრულა ქმედება, რითაც საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ განზრახვა ბოლომდე ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობად.
4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს, საღამოს საათებში, გ---------–---------–---ი ჩაერთო მ--–------–---------–---სა და მ---------------–---–ს შორის განვითარებულ კონფლიქტში. მან დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა მ---------------–---–ს გულ-მკრედის არეში, რომელთაგან სამი მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქ ხარისხს მისი ხანმოკლე მოშლით, ხოლო ერთი (შემავალი მუცლის ღრუში მსხვილი და წვრილი ნაწლავის დაზიანებით) მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღსანიშნავია, რომ გ---------–---------–---მა დაზარალებულისადმი სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში დანის ოთხჯერ დარტყმით ფაქტობრივად გამოხატა მისი ნება (განზრახვა) მ---------------–---–ათვის მოესპო სიცოცხლე. გ---------–---------–---მა დაზარალებულზე ძალადობა შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამამ ორჯერ ხელით ანიშნა (გასწია), რომ აღარ ჩარეულიყო კონფლიქტში და თვითონ განაგრძო დაზარალებულის ცემა. მიუხედავად იმისა, რომ გ---------–---------–---მა მისი ქმედებით (დანის ოთხჯერ დარტყმით) ფაქტობრივად შექმნა ყველა წინაპირობა, რომ მ---------------–---–ი მომკვდარიყო, შედეგი სიკვდილის სახით არ დადგა გ---------–---------–---ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროულად იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული გადაურჩა სიკვდილს.
4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ---------–---------–---ს ცალსახად გაცნობიერებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა (ყველა საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანმა იცის, რომ დანის დარტყმა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანი, როდესაც ოთხჯერ დანას ურტყამს მეორე ადამიანს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში - გულ-მკერდის არეში, შეუძლებელია ვერ გააცნობიეროს, რომ ამგვარი დაზიანებები მაღალი ალბათობით შეუთავსებელი იქნება სიცოცხლესთან) და შესაძლოა გ---------–---------–---ს არც სურდა მ---------------–---–ს გარდაცვალება, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული არაერთჯერადი საშიში ძალადობრივი ქმედებებიდან (დანის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის არეში ოთხჯერ დარტყმა) გამომდინარე, ცალსახაა, რომ ითვალისწინებდა მძიმე შედეგის (სიკვდილის) განხორციელების გარდაუვალობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვის შემადგენელი ყველა კომპონენტი.
4.16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულს ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
4.17. სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. სტრუქტურულად კი გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებაში და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
4.18. სასამართლოს აღნიშნავს, რომ მ---------------–---–ი მხოლოდ მკერდით დაეჯახა და ეჭიდავებოდა მ--–------–---------–---ს. მისი ქმედებები არ ყოფილა იმგვარი ძალადობრივი ხასიათის, რაც მას ობიექტურად და რეალურად საშიშს გახდიდა მ--–------–---------–---ის სიცოცხლისათვის ან მინიმუმ ჯანმრთელობისათვის, შესაბამისად, გ---------–---------–---ის მიერ მ---------------–---–ისათვის (რომელსაც ერთ ხელში პროდუქტებით სავსე პარკი ეჭირა) დანის ოთხჯერ დარტყმა არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რაც მამის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებით იქნებოდა განპირობებული. შესაბამისად, დაცვის მხარის ვერსია, რომ თითქოს გ---------–---------–---ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დაზარალებულისათვის დანის არაერთხელ დარტყმა სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული, სასამართლოს ცალსახად სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის სავალდებულოა, რომ თავდაპირველად არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და შემდეგ თავდაცვის აშკარად შეუსაბამო ფორმა გამოიყენოს პირმა სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში გ---------–---------–---ი არ იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დაზარალებულისათვის დანის ოთხჯერ დარტყმით (სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში), არა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, არამედ, ფაქტობრივად გამოავლინა მ---------------–---–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.
4.19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გ---------–---------–---ის ქმედების შემადგენლობის განხორციელებისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.20. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მ--–------–---------–---მა არაერთხელ დაარტყა მ---------------–---–ს ხელი სახის მიდამოში, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. აღსანიშავია, რომ სახის მიდამოში გ---------–---------–---ს დაზარალებულისათვის არაფერი დაურტყამს, შესაბამისად, დაზარალებულის სახეზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მხოლოდ მ--–------–---------–---ის ძალადობრივი ქმედებებით. ამდენად, სახეზეა მ--–------–---------–---ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ყველა ნიშანი და ბრალდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, რომლითაც მ--–------–---------–---ს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს 6 თვემდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 19-108-ე მუხლი, რომლითაც გ---------–---------–---ს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--–------–---------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით. მ--–------–---------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.
გ---------–---------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების - მ--–------–---------–---ისა და გ---------–---------–---ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მ--–------–---------–---მა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე დანაშაული, ხოლო გ---------–---------–---მა ჩაიდინა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (2018 წლის 17 აგვისტოს, ბრალდებულმა მ--–------–---------–---მა ხელის არაერთჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა მ---------------–---–ს, ხოლო გ---------–---------–---მა დაზარალებულს მუცლის მიდამოში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება), ბრალდებულების ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მ--–------–---------–---ის სურვილს, მისწრაფებას არაერთჯერადი დარტყმებით მ---------------–---–ისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. გ---------–---------–---ის სურვილს და მისწრაფებას დანის არართჯერადი დარტყმით სიცოცხლე მოესპო მ---------------–---–ისათვის), ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს (მ--–------–---------–---ს ჰყავს ოჯახის, არის დასაქმებული, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - დაავადებულია ჰეპატოცელულური კიბოთი, ღვიძლის ფიბროზით და ციროზით. გ---------–---------–---ი არის სტუდენტი, ჰყავს მშობლები, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ საქმეში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (მ--–------–---------–---ი - შურისძიება/მ---------------–---–ისათის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება; გ---------–---------–---ი - შურისძიება/მ---------------–---–ის სიცოცხლის მოსპობა), ბრალდებულების კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს.
5.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.8. ამდენად, განაჩენის 5.5.-5.7. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ მ--–------–---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო გ---------–---------–---ს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულების პიროვნების (მათი ინდივიდუალური მახასიათებლების) გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
- ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნაჭერი და ანაწმენდები, გ------- და მ--–------–---------–---ების ბიოლოგიური ნიმუშები, მ---------------–---–ის სისხლის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ვიდეო ჩანაწერი კომპიუტერულ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამარტლის საქმის შენახვის ვადით;
- ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესანახად უნდა გადაეცეს შს სამინსიტროს შეიარაღების სამსახურს მ--–------–---------–---ის საკუთრების უფლების შენარჩუნებით, შემდეგ გარემოებათა გამო: ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ5” ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ--–------–---------–---ს უნდა დაედოს მსჯავრი, ამ პირობებში მისთვის ზემოაღნიშნული იარაღების ფაქტობრივად დაბრუნება არ შეესაბამება ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ5” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, აღნიშნული იარაღი და ვაზნები დროებით შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს მ--–------–---------–---ის განკარგვის უფლების შენარჩუნებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–------–---------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ--–------–---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარი.
3. მ--–------–---------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. გ---------–---------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. გ---------–---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. გ---------–---------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 აგვისტოდან.
7. გ---------–---------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესანახად გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს მ--–------–---------–---ის საკუთრების უფლების შენარჩუნებით;
- ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნაჭერი და ანაწმენდები, გ------- და მ--–------–---------–---ების ბიოლოგიური ნიმუშები, მ---------------–---–ის სისხლის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ვიდეო ჩანაწერი კომპიუტერულ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი