სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №05/42/№76 |
|
2024 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი |
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1
დამტკიცდეს სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღად მიიჩნევა მხოლოდ ამ ბრძანებით დამტკიცებული ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში/სიაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) წარდგინებით, ან საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის/საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 4
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“?
- „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/42. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.22.088.016068.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2026-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ“, №05/42, 17.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.088.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6293143/











