„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 27.10.2015
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქართველოს კანონი |
ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლის მოქმედება.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენება
ბათილია საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულების, საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი მითითების ან/და საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში დადებული ნებისმიერი შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის ქონის გამო რომელიმე სიტყვის ან სიტყვათა ერთობლიობის გამოყენებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.“.
3. მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე−78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება.“.
4. 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი−მე-7 და მე-9 პუნქტების, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის მოქმედება.“.
5. 841 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 91, 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება.“.
6. 1261 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, 91 მუხლისა, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა, 841 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და 61 პუნქტებისა და 842 მუხლისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
თბილისი,
17 სექტემბერი 2024 წ.
N4452-XVIმს-Xმპ
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება
- მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი
- მუხლი 84. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ამ კანონის გავრცელების წესი
- მუხლი 91. საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენება
- მუხლი 841. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლა
- მუხლი 1261. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2024.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.09.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4452-XVIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.102386.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4452-XVIმს-Xმპ, 17.09.2024, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102386 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6283335/