„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომლების ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება.“.
2. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“.
4. 221 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან.
თბილისი, 17 აპრილი 2019 წ. N4500-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4500-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.05.001.019458.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4500-IIს, 17.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.019458 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4538479/