„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 27.10.2015
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე, თუ მას არ უკავია ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა;“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურესა და სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
3. მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 50-ე მუხლის მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 54-ე და 63-ე მუხლების მოქმედება.“.
4. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.“.
5. 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში
ამ კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თბილისი, 1 აპრილი 2025 წ. N401-IIმს-XIმპ |