„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1399-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
340050000.05.001.103024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ეტიკეტი – საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც სამომხმარებლო ტარაზე არის მიკრული, დაბეჭდილი, ამოტვიფრული ან სხვაგვარად დამაგრებული;“;

ბ) „ჟ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი:

„ჟ2) თანხმობა ვენახის გაშენებაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს აძლევს  სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლებას;“;

გ) „ჰ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ11) სამომხმარებლო ტარა − ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე განსათავსებლად;“.

 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული ვენახის გაშენებაზე თანხმობის საფუძველზე. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიში. სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

3. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 

4. 335  მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 პუნქტი:

„16. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე გამოსცეს ბრძანება „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ“.“.          

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2026 წ.

N1399-Vმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

ვაზისა და ღვინის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2026.
როდის იქნა მიღებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1399-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 340050000.05.001.103024.
რამდენი მუხლისგან შედგება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1399-Vმს-XIმპ, 17.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 340050000.05.001.103024 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6809873/