„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№714-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
120290000.05.001.102679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს.

4. სახელმწიფო კომისიას საბოლოო დასკვნა გამოაქვს პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში.“.

2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა

1. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ამ სამსახურიდან ვადამდე იქნეს დათხოვნილი იმ მიზეზით, რომლითაც, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, ვადამდე დაითხოვება პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან.

2. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, შეიძლება საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი.

3. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში არ ჩაეთვლება.

4. პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელიც დათხოვნილ იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ამ სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლამდე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პირი, რომელიც დათხოვნილ იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დათხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2025 წ.

N714-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2025.
როდის იქნა მიღებული „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №714-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 120290000.05.001.102679.
რამდენი მუხლისგან შედგება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №714-IIმს-XIმპ, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 120290000.05.001.102679 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6535468/