1. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშის გამოყენება.

[
1. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია სააგენტოს მიერ გაცემული ვენახის გაშენებაზე თანხმობის საფუძველზე. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიში. სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

2. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია მხოლოდ:

ა) ნამყენი ნერგით – ყურძნის მოყვანის მიზნით;

ბ) საკუთარფესვიანი ნერგით – საძირეთა სადედის გაშენების მიზნით.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1399 – ვებგვერდი, 24.03.2026