1. წარმოშობის ადგილის მიხედვით ღვინის კატეგორიებია:

ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო;

ბ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო.

2. დამზადების მეთოდის მიხედვით სპეციალური ღვინის კატეგორიებია:

ა) ცქრიალა ღვინო;

ბ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო;

გ) შუშხუნა ღვინო;

დ) ქვევრის ღვინო;

ე) ლიქიორული ღვინო (მათ შორის, შემაგრებული ღვინო და სხვა ლიქიორული ღვინო);

ვ) სადესერტო ღვინო;

ზ) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო;

თ) შემჭკნარი ყურძნის ღვინო;

ი) აისვაინი;

კ) არომატიზებული ღვინო;

ლ) სახლის ღვინო;

მ) დეალკოჰოლიზებული ღვინო.

3. ფერის მიხედვით ღვინის კატეგორიებია:

ა) თეთრი;

ბ) ქარვისფერი;

გ) ვარდისფერი;

დ) წითელი.

4. შაქრიანობის მიხედვით ღვინის (გარდა ცქრიალა ღვინისა) კატეგორიებია:

ა) მშრალი;

ბ) ნახევრად მშრალი;

გ) ნახევრად ტკბილი;

დ) ტკბილი.

5. შაქრიანობის მიხედვით ცქრიალა ღვინის კატეგორიებია:

ა) ექსტრა ბრიუტი;

ბ) ბრიუტი;

გ) ექსტრა მშრალი;

დ) მშრალი;

ე) ნახევრად მშრალი;

ვ) ნახევრად ტკბილი;

ზ) ტკბილი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღვინოების წარმოების ზოგად წესს და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021