1. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
2. რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება პირის განზრახვას, აწარმოოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ან ღვინის ბრენდი.
3. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების ყველა ეტაპზე. კონტროლის შედეგად დგინდება, შეესაბამება თუ არა ყურძნის წარმოების, გადამუშავების, ღვინისა და ღვინის ბრენდის დაყენებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესი, აგრეთვე, ღვინისა და ღვინის ბრენდის ხარისხი და მახასიათებლები მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს.
4. სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება:
ა) ყურძნისა და ღვინისწარმოების ადგილი;
ბ) ყურძნის ჯიში;
გ) ყურძნის წარმოების ტექნოლოგია;
დ) ყურძნის მაქსიმალური მოსავალი 1 ჰექტრიდან, მისი ხარისხი და მინიმალური შაქრიანობა;
ე) ღვინის გამოსავალი 1 ტონა ყურძნიდან;
ვ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი;
ზ) ღვინისა და ღვინის ბრენდის მინიმალური სპირტშემცველობა;
თ) ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესაბამისობა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და ღვინის ბრენდებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან.
5. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის შესახებ
ეს დებულება შემუშავებულია „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დადგენის, რეგისტრაციის, გამოყენებისა და კონტროლის წესებს