ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის თანამედროვე ან ისტორიული სახელი, გამოყენებული იმ ღვინის ან ღვინის ბრენდის მოსანიშნად:
ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან;
ბ) რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი, ვაზის ჯიშის ამ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით და სპეციალური ტექნოლოგიით;
გ) რომლისთვისაც ყურძნის წარმოება და გადამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში