1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხორციელდება „საქპატენტის“ მიერ, განმცხადებლის განაცხადის საფუძველზე.
2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ან მეწარმეთა ნებისმიერ გაერთიანებას (კავშირს), მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში – განმცხადებელი).
3. განაცხადი შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და ეხებოდეს ერთი ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს.
4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) ადგილწარმოშობის დასახელებას;
დ) მინერალური წყლის საბადოს სანიტარიული ზონების ზუსტ საზღვრებსა და საწარმოს ადგილმდებარეობას;
ე) მინერალური წყლის აღწერას ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების ჩვენებით;
ვ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ.
6. განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს.
7. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის „საქპატენტი“.
ა) ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას – ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში იდენტური ან მსგავსი სახელების გამოვლენის მიზნით;
გ) აქვეყნებს ინფორმაციას განაცხადის მასალების შესახებ საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი), ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით.
8. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, შესაბამისი მასალები ეგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს.
9. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ არ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციაზე და შესაბამისი მონაცემები შეაქვს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეესტრში.
10. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე · რედაქცია 26.09.2012
მუხლი 3. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
- მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაცია და დაცვა
- მუხლი 5. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ
- მუხლი 9. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია
- მუხლი 12. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა
- მუხლი 29. ადგილწარმოშობის დასახელების გავრცელება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა
- მუხლი 3. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია
- მუხლი 4. რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება
- მუხლი 5. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი
- მუხლი 1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება
- მუხლი 2. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა
- მუხლი 4. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება
- მუხლი 5. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე, მუხლი 3, №88, 28.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115540/muxli-3-2/