1. რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებისთვის განაცხადის შეტანა ხდება „საქპატენტში“.
2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოს ან ღვინის ბრენდს.
3. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს ან ღვინის ბრენდს.
4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) თხოვნას რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თანხმობას მოცემულ წელს ჩამოსხმული ღვინის ან ღვინის ბრენდისათვის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე;
ე) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;
ვ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს.
5. „საქპატენტი“ 5 დღეში იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრირებული ღვინის ან ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციაზე და შესაბამისი მონაცემები შეაქვს რეესტრში.
6. „საქპატენტი“ მონაცემებს რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლებების მქონე პირის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე · რედაქცია 26.09.2012
მუხლი 4. რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 27. ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წ
- მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
- მუხლი 17. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილე
- მუხლი 2294. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო
- მუხლი 19. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოება
- მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაცია და დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება
- მუხლი 2. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა
- მუხლი 3. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია
- მუხლი 5. რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი
- მუხლი 1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება
- მუხლი 2. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა
- მუხლი 3. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია
- მუხლი 4. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება
- მუხლი 5. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე, მუხლი 4, №88, 28.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115540/muxli-4/