საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის „თ“−„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს;
თ1) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;
ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა;“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.“.
3. 222 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია“;
ბ) მე-2−მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. 404 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია, წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტის იმ დეპარტამენტში, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის არის პასუხისმგებელი. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა.“.
5. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ამ კანონის 751 მუხლის შესაბამისად საქპატენტის მიერ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 15 მაისი 2024 წ. N4167-XIVმს-Xმპ |