1. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.
2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ამ კანონის 751 მუხლის შესაბამისად საქპატენტის მიერ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024