1. რეგისტრაციის შედეგად სუბიექტს ენიჭება უნიკალური, მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა დაუშვებელია.
2. საიდენტიფიკაციო ნომერი არის:
ა) ყველა სარეგისტრაციო სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული ცხრანიშნა ნომერი, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
ბ) ინდივიდუალური მეწარმისთვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი.
3. საიდენტიფიკაციო ნომერი უქმდება სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთა