1. სუბიექტის საფირმო სახელწოდების რეგისტრაცია წარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირობების დაცვით.
2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია სააგენტოს ელექტრონული პორტალის შესაბამის ბმულზე წინასწარ გადაამოწმოს, არის თუ არა მის მიერ იურიდიული პირისთვის შერჩეული საფირმო სახელწოდება უკვე რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მასთან მიმსგავსებული. თუ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დადგინდა, რომ შერჩეული საფირმო სახელწოდება უკვე რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მასთან მიმსგავსებულია, რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს უნდა წარედგინოს რეგისტრირებული პირის თანხმობა.
3. საფირმო სახელწოდების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას აფასებს უშუალოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილი თანამშრომელი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ, აგრეთვე სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯაროდ განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცულ, აგრეთვე სხვა მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომ საჯაროდ განთავსებულ საყოველთაოდ ცნობილ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კანონით დადგენილი წესით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
4. თუ საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებით წარდგენილი/მოძიებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდა, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დასადასტურებლად დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენ