1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა და საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანა შესაძლებელია ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა.
2. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანისთვის აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებდეს რედომიცილების შესაძლებლობას. რედომიცილება ასევე აკრძალული არ უნდა იყოს საქართველოსა და შესაბამის უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით.
3. რედომიცილების პროცესის დაწყების შესახებ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის და მასთან დაცული მონაცემების საფუძველზ