1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) მოთხოვნილია სუბიექტის ან რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების იმგვარი რეგისტრაცია, რომელიც არ ექვემდებარება რეესტრში რეგისტრაციას;

ბ) წარდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას;

გ) სარეგისტრაციო მოთხოვნა უკვე რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;

დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის