1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომ – ორგანიზაცია), რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი, ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
3. სპეციალური მოსარჩელის სტატუსი უქმდება:
ა) ორგანიზაციის მოთხოვნით;
ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას;
გ) სტატუსის რეგისტრაციის ვადის გასვლით.
4. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და რეგისტრაციის გაუქმება არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცი