სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების
მიღების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების წესი და საფუძვლები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ სააგენტოს აღნიშნულ საქმეზე გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დადგენილება:
ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.
2. დადგენილების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ წესით მიღებული დადგენილება უნდა შეიცავდეს:
ა) დადგენილების სათაურს;
ბ) დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
გ) დადგენილების გამოტანის დროსა და ნომერს;
დ) საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა აღწერას;
ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს, იმ ნორმატიული აქტის მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;
ვ) ინფორმაციას იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება;
ზ) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას;
თ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება დადგენილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას;
ი) სააგენტოს სამსახურებრივ ბეჭედს, ხოლო თუ დადგენილება გამოტანილია ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით − „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს.
3. დადგენილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება, თუ:
ა) საქმისწარმოების განხილვის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი;
ბ) გასულია ადმინისტრაციული სახდელის დადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;
გ) გაუქმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამდგენი აქტი;
დ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება იგზავნება სააგენტოს ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე), რაც ამ დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევ