1. სააგენტო უფლებამოსილია ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ან სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა:

ა) გეგმიური შემოწმების საფუძველზე;

ბ) არაგეგმიური შემოწმების საფუძველზე.

2. გეგმიური შემოწმება ხორციელდება შემოწმების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. გეგმიური შემოწმებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემთხვევითი შერჩევის მეთოდი, რომლის დროსაც სუბიექტების შემთხვევითი შერჩევა ხდება ავტომატიზებულად, ელექტრონული პროგრამების მეშვეობით.

3. შემოწმებების წლიური გეგმის შემუშავებისას სააგენტომ, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს:

ა) რისკების ანალიზის შედეგები;

ბ) ტექნოლოგიური სიახლეები;

გ) სააგენტოს შესაბამისი სამსახურის რესურსები.

4. სააგენტო უფლებამოსილია არაგეგმიური შემოწმება ჩაატაროს საკუთარი ინიციატივით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

5. სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით არაგეგმიური შემოწმების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლებელია იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან სხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ან სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.

6. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილ წერილობით განცხადებას თან უნდა დაერთოს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მტკიცებულება, ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, შეიძლება იყოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი (როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური), რომელთა საფუძველზეც სააგენტო შეისწავლის და დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისთვის.

7. სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დგინდება სააგენტოს ელექტრონული პორტალის საფუძველზე. ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით, სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ან მართვის ავტომატურმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყოს პორტალზე კონკრეტულ დროს არსებული მონაცემების ფიქსაცია და შექმნას მისი ელექტრონული ასლი/ანაბეჭდი.

8. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენის მიზნით, სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდი:

ა) მხარისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა;

ბ) მოწმისთვის ჩვენების ჩამორთმევა;

გ) დოკუმენტური მტკიცებულების გამოთხოვა ან/და დათვალიერება;

დ) ექსპერიმენტის ჩატარება;

ე) ადგილზე შემოწმება;

ვ) ზეპირი განხილვა.

9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება მის დაუსწრებლადაც დაედოს. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.

10. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სააგენტოსთვის აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუ ეჭვს არ იწვევს მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ან თუ უშუალოდ სუბიექტი, ვისაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია, ადასტურებს ამ ინფორმაციის ნამდვილობას.

11. გამოკვლევას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული დადგენილები