სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;

ბ) წარდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;

გ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარმოადგინეს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი;

დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველ