1. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის მიზნით, რედომიცილების პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას დაინტერესებულმა პირმა უნდა დაურთოს:

ა) რედომიცილების შესახებ სამეწარმეო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს რედომიცილების შესაძლებლობას;

გ) საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გაცემული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სასამართლო დავა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს პროკურატურიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გაცემული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოების ან მის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის დროისთვის მეწარმეს საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ საგადასახადო დავალიანება არ აქვს;

ვ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ინფორმაცია/ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ კომპანია არის გადახდისუნარიანი, მისი მონაწილეობით ან მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს რაიმე დავა (მათ შორის, სასამართლო ან საარბიტრაჟო დავა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ) და სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს კრედიტორების მიმართ ისეთი დავალიანება/შესასრულებელი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი გახდება სუბიექტის რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის შემთხვევაში.

2. სააგენტო რედომიცილების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ასევე დგინდება, რომ:

ა) არ მიმდინარეობს სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, დაშლის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; სუბიექტი არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარვეზიანი სამეწარმეო საზოგადოება;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების ან საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის წილზე/აქციაზე არ არის რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში არ არის რეგისტრირებული უფლებები (გირავნობა (მათ შორის, ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ლიზინგი, საბანკო გარანტია); სუბიექტის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის საქართველოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

გ) სამეწარმეო საზოგადოება ან საზოგადოების პარტნიორი/აქციონერი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

დ) სამეწარმეო საზოგადოების მიმართ არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილებას მოითხოვს სააქციო საზოგადოება, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს საზოგადოების აქციათა რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი/ინფორმაცია, რომლითაც დგინდება აქციონერის წილზე ვალდებულების/საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის ფაქტი.

4. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანისას რედომიცილების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია აისახება სამეწარმეო საზოგადოების ამონაწერში. რედომიცილების პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და მის საფირმო სახელწოდებაში დამატებით მიეთითება: „მიმდინარეობს რედომიცილების პროცესი“.

5. საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანისას რედომიცილების პროცესი სრულდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული და სათანადო წესით შედგენილი/დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული და სათანადო წესით შედგენილი/დამოწმებული სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც რედომიცილების პროცესის დასრულებისა და რეესტრიდან სამეწარმეო სუბიექტის თაობაზე ჩანაწერის ამოშლის საფუძველი