1. სააგენტოსთვის წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტების ნამდვილობისთვის, მათი შინაარსის სისწორისა და შექმნის პროცედურების დაცვისთვის პასუხისმგებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, აღნიშნული მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნის უფლებამოსილების მქონე ორგანო/პირი. სააგენტო პასუხისმგებელია მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოებისთვის.

2. სუბიექტი ელექტრონულ პორტალზე ათავსებს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და ამ სუბიექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ელექტრონული პორტალის არამიზნობრივად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მეწარმის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტების გამოქვეყნების/განთავსებისა და ამ ინფორმაციის/დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებელია თავად ეს სუბიექტი. სააგენტო არ ამოწმებს ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის/დოკუმენტების (გარდა რეგისტრირებული მონაცემისა) შინაარსისა და გამოქვეყნების პროცედურის სისწორე