1. ელექტრონული პორტალი არის სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ინფორმაცია სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ და მეწარმის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. ელექტრონული პორტალის ადმინისტრირებას, მის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და განვითარებასა უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო, ციფრული მმართველობის პრინციპების დაცვით.

3. ელექტრონული პორტალი შედგება სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან.

4. სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე განთავსდება სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

5. სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი არის ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული ელექტრონული პლატფორმა (ელექტრონული მისამართი), რომელიც გამოიყენება სუბიექტსა და სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და სუბიექტისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სუბიექტის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროდ განსათავსებლად.

6. სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის გარეშე სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროდ გამოქვეყნება არ არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი.

7. ელექტრონული სარეგისტრაციო განცხადების სააგენტოსთვის წარსადგენად საჭიროა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge.-ის მეშვეობით ელექტრონულ სარეგისტრაციო განცხადებასა და დოკუმენტაციაზე ხელმოწერა დამოწმდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. მეწარმის ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი მონაცემების/დოკუმენტების სააგენტოსთვის მიწოდებაზე. მონაცემების/დოკუმენტების სააგენტოსთვის მიწოდებად ჩაითვლება მონაცემების/დოკუმენტების სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) საჯაროდ გამოქვეყნება/განთავსება.

9. სააგენტოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობ