1. რეესტრში სუბიექტის პირველადი რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ პორტალზე სააგენტო ქმნის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდს − ელექტრონულ მისამართს, რომელიც მოქმედებს აღნიშნული სუბიექტის გაუქმებამდე.

2. ელექტრონული მისამართის შექმნისთვის სავალდებულოა სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიეთითოს მეწარმის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება.

3. ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი/პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირი. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია საერთო კრების მიერ, სადამფუძნებლო შეთანხმებით.

4. პირი, რომელმაც მიუთითა მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, პასუხისმგებელია იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მითითებული ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობაში/სარგებლობაში ან/და უფლებამოსილი პირისგან მიღებული აქვს თანხმობა მათ გამოყენებაზე.

5. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან იგზავნება ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდი, რომლის მეშვეობითაცსააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ახდენს მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციას/დადასტურებას. თუ ვერ მოხდება მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, სააგენტოს, ამ მუხლით დადგენილი წესით, უნდა წარედგინოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის სხვა მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ ვერ მოხდება სხვა მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია/დადასტურება, აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება მითითებული ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციის/დადასტურების ან უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სხვა მობილური ტელეფონის ნომრის წარდგენის შემთხვევაში.

6. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე სააგენტოს ელექტრონული სისტემიდან იგზავნება აქტივაციის კოდი, „მომხმარებლის სახელი“, „მომხმარებლის პაროლი“ და ელექტრონული მისამართის ბმული.

7. სუბიექტისთვის გაგზავნილი „მომხმარებლის პაროლი“ დროებითია და სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონულ მისამართზე პირველივე შესვლისას შეცვალოს ის.

8. სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია „მომხმარებლის სახელისა“ და „მომხმარებლის პაროლის“ სათანადო წესით გამოყენებასა და მათი სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე.

9. ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის შეცვლის შემთხვევაში წინა ხელმძღვანელს უწყდება წვდომა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვით, ერთჯერადი ვერიფიკაციის საფუძველზე, განახლებული მონაცემები („მომხმარებლის პაროლი“) ახალ ხელმძღვანელს მიეწოდება.

10. ინდივიდუალური მეწარმისთვის/საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი (ელექტრონული მისამართი) იქმნება/აქტივაცია ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

11. ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით სააგენტოსთვის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონული მისამართის) აქტივაცია შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესით, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით, სერვისების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესითა და პირობები