1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირის უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების, განახლების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ უნდა გამოიცეს წერილობით, უნდა იყოს დასაბუთებული და შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის სააგენტოს გადაწყვეტილებაში მიუთითოს როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების, განახლების ან რეგისტრაციის გაუქმების კონკრეტული მიზეზი, ისე ამგვარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ ინსტრუქციისა და სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამის ნორმაზე მითითებით.

5. სააგენტოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისა