1. განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია რეგისტრაციისა და ინფორმაციის გაცემის მიზნით წარედგინება ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge-ს მეშვეობით) სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს (შემდგომ − იუსტიციის სახლი) ან სხვა ავტორიზებულ პირს პირადად, ან ფოსტის მეშვეობით. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს, იუსტიციის სახლის ან ავტორიზებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით. განცხადების ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონულად წარდგენისას მასზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაცია. უკვე წარდგენილ განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის დართვისთვის ახალი განცხადების წარდგენა არ მოითხოვება. განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, ასევე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენისას სააგენტო, იუსტიციის სახლი ან ავტორიზებული პირი გასცემს განცხადების/დოკუმენტაციის მიღების დამადასტურებელ ბარათ