(1) ყველა საქონელი, რომელზეც უკანონოდ არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ან საფირმო სახელწოდება, ექვემდებარება ყადაღას კავშირის იმ ქვეყნებში შეტანისას, სადაც ასეთ ნიშანს ან საფირმო სახელწოდებას მინიჭებული აქვს სამართლებრივი დაცვა.
(2) დაყადაღება ხორციელდება, აგრეთვე, ქვეყანაში, სადაც მოხდა უკანონო დატანა, ან ქვეყანაში, რომელშიც მოხდა საქონლის იმპორტი.
(3) დაყადაღება ხორციელდება პროკურორის, ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს, ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის - ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნით, თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
(4) ტრანზიტის შემთხვევაში ორგანოებს საქონლის დაყადაღების ვალდებულიება არ ეკისრებათ.
(5) თუ ქვეყნის კანონმდელობით არ არის დაშვებული დაყადაღება იმპორტის დროს, დაყადაღება იცვლება იმპორტის აკრძალვით ან დაყადაღებით ქვეყნის შიგნით.
(6) თუ ქვეყნის კანონმდებლობით არ არის დაშვებული დაყადაღება იმპორტის დროს, არც იმპორტის აკრძალვა, არც დაყადაღება ქვეყნის შიგნით, მაშინ, ვიდრე კანონმდებლობა შესაბამისად შეიცვლებოდეს, ამ ზომების ჩანაცვლება ხდება ქმედებებითა და საშუალებებით, რომლებიც ასეთ შემთხვევებში ხელმისაწვდომია მოქალაქეებისათვის ასეთი ქვეყნის კანონის მიხედვი