(1) წინა მუხლის დებულებები გამოიყენება საქონელზე წარმოშობის ან მწარმოებლის, დამამზადებლის ან მოვაჭრის ვინაობის შესახებ ყალბი აღნიშნვების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენების შემთხვევაში.
(2) ნებისმიერი მწარმოებელი, დამამზადებელი, ან მოვაჭრე, იქნება იგი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დასაქმებულია ასეთი საქონლის წარმოებით, დამზადებით, ან გაყიდვით და მისი საქმიანობა დაფუძნებულია ადგილზე, რომელიც ყალბად არის მითითებულ როგორც წარმოშობის ადგილი, ან რეგიონში, სადაც ასეთი ადგილი მდებარეობს, ან ყალბად მითითებულ ქვეყანაში, ან ქვეყანაში, სადაც წარმოშობის ადგილის ყალბი აღნიშვნა გამოიყენება, ნებისმიერ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევ