[ნიშნები: ნიშნების გადაცემა]

(1)  როდესაც  კავშირის  ქვეყნის  კანონმდებლობით  ნიშნის  გადაცემა ძალაშია   მხოლოდ   იმ   შემთხვევაში, თუ   ეს   ხორციელდება   ნიშნის   მფლობელი საწარმოს ან მისი გუდვილის გადაცემასთან ერთად, მაშინ  ასეთი  გადაცემის ძალაში  შესვლის  აღიარებისათვის  საკმარისია  ამ  ქვეყანაში  განლაგებული საწარმოს ნაწილი ან მისი გუდვილი გადაეცეს უფლებამონაცვლეს, გადაცემული ნიშნით მონიშნული საქონლის აღნიშნულ ქვეყანაში წარმოებისა და გაყიდვის ექსკლუზიურ   უფლებასთან   ერთად.

(2) ზემოხსენებული დებულება კავშირის ქვეყნებს არ აკისრებს რაიმე ვალდებულებას  ძალაში  შესულად  მიიჩნიოს  ნებისმიერი   ნიშნის   გადაცემა, რომლის გამოყენება უფლებამონაცვლის მიერ, ფაქტობრივად, ისეთი ხასიათის იქნებოდა, რომ შეცდომაში შეიყვანდა საზოგადოებას, კერძოდ, ასეთი ნიშნით მონიშნული საქონლის წარმოშობის, ბუნების ან დამახასიათებელი  ხარისხის მიმარ