[ნიშნები: საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები]
(1) კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას ex officio, თუ ეს ნებადართულია მათი კანონმდებლობით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით უარი თქვან რეგისტრაციაზე ან გააუქმონ იგი და აკრძალონ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც შეადგენს სხვა ნიშნის რეპროდუქციას, იმიტაციას ან თარგმანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა, თუ ეს ნიშანი უკვე მიჩნეულია ამ კონვენციის სარგებლობით უფლებამოსილი პირის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია ან სადაც მოხდა გამოყენება, და როგორც საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი გამოიყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის. ეს დებულება მოქმედებს აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც ნიშნის არსებითი ნაწილი შეადგენს ნებისმიერი ასეთი საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის რეპროდუქციას ან იმიტაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასთან აღრევა.
(2) ასეთი ნიშნის გაუქმების მოთხოვნისათვის ნებადართულია არანაკლებ ხუთწლიანი პერიოდი რეგისტრაციის თარიღიდან. კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გაითვალისწინონ დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გამოყენების აკრძალვა უნდა იქნეს მოთხოვნილი.
(3) არანაირი დროითი შეზღუდვა არ წესდება ისეთი ნიშნების გაუქმებისა და გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნისათვის, რომლებიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერა