[ნიშნები: კავშირის ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული ნიშნების დაცვა კავშირის სხვა ქვეყნებში]
A. – (1) წარმოშობის ქვეყანაში მართლზომიერად რეგისტრირებული ყველა სასაქონლო ნიშნის კავშირის სხვა ქვეყნებში შეტანა და დაცვა ხორციელდება ამ მუხლში აღნიშნული დათქმების გათვალისწინებით იმ სახით რა სახითაც იგი არის რეგისტრირებული. ასეთ ქვეყნებს საბოლოო რეგისტრაციამდე შეუძლიათ მოითხოვონ წარმოშობის ქვეყანაში კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის წარდგენა. ამ მოწმობის ავთენტიკურობის არანაირი დადასტურება არ მოითხოვება.
(2) წარმოშობის ქვეყანად მიიჩნევა კავშირის ქვეყანა, სადაც განმცხადებელს აქვს ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან სავაჭრო დაწესებულება, ან, თუ მას კავშირის ფარგლებში არ გააჩნია ასეთი დაწესებულება, კავშირის ქვეყანა, სადაც მას აქვს საცხოვრებელი ადგილი, ან, თუ კავშირის ფარგლებში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ არის კავშირის ქვეყნის მოქალაქე, ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ის არის.
B. – სასაქონლო ნიშნებს, რომლებზეც ვრცელდება ეს მუხლი, არ შეიძლება უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან მათი რეგისტრაცია ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
1. თუ მათ ისეთი ხასიათი აქვთ, რომ არღვევს მესამე პირების მიერ მოპოვებულ უფლებებს ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა;
2. თუ მათ არ გააჩნიათ განმასხვავებლობა, ან შედგება მხოლოდ ისეთი სიმბოლოების ან აღნიშნვებისაგან, რომლებიც შეიძლება ვაჭრობაში გამოიყენებოდეს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, დანიშნულების, ღირებულების, წარმოშობის ადგილის ან მათი წარმოების დროის აღსანიშნად ან საქონლისთვის იქცა ჩვეულებრივ გავრცელებულ სიტყვად იმ ქვეყნის თანამედროვე ენაში ან ვაჭრობის კეთილსინდისიერ და დამკვიდრებულ პრაქტიკაში, სადაც მოითხოვება დაცვა;
3. თუ ისინი ეწინააღმდეგება მორალს ან საზოგადოებრივ წესრიგს, კერძოდ, აქვთ ისეთი ხასიათი, რომ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. იგულისხმება, რომ ნიშანი არ შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იგი არ ექვემდებარება ნიშნების შესახებ კანონმდებლობის დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვითონ ასეთი დებულება შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს.
ამასთან, ეს დებულებები ექვემდებარება მე-10bis მუხლის გამოყენებას.
C. – (1) იმის განსაზღვრისას ექვემდებარება თუ არა ნიშანი დაცვას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, განსაკუთრებულად ნიშნის გამოყენების დროის ხანგრძლივობა.
(2) კავშირის სხვა ქვეყნებში არ შეიძლება უარი ეთქვას არცერთ სასაქონლო ნიშანს იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იგი წარმოშობის ქვეყანაში დაცული ნიშნისაგან განსხვავდება მხოლოდ იმ ელემენტებით, რომლებიც არ ცვლის მის განმასხვავებლობას და გავლენას არ ახდენს მის იდენტურობაზე ნიშნის იმ ფორმასთან, რომლითაც ის რეგისტრირებული იყო აღნიშნულ წარმოშობის ქვეყანაში.
D. – არც ერთ პირს არ შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის დებულებებით, თუ ნიშანი, რომლისთვისაც იგი მოითხოვს დაცვას, არ არის რეგისტრირებული წარმოშობის ქვეყანაში.
E. – მიუხედავად ამისა, წარმოშობის ქვეყანაში ნიშნის რეგისტრაციის ვადის გაგრძელება არცერთ შემთხვევაში არ იწვევს კავშირის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული ნიშნის რეგისტრაციის ვადის გაგრძელების ვალდებულებას .
F. – პრიორიტეტის მოთხოვნიდან გამომდინარე უპირატესობა ხელშეუხებელი რჩება მე-4 მუხლით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ნიშნების სარეგისტრაციოდ შეტანილი განაცხადებისათვის, მაშინაც კი თუ რეგისტრაცია წარმოშობის ქვეყანაში განხორციელდა ამ პერიოდის ამოწურვის შემდე