[ნიშნები: კოლექტიური ნიშნები]
(1) კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას სარეგისტრაციოდ მიიღონ და დაიცვან იმ გაერთიანებების კუთვნილი კოლექტიური ნიშნები, რომელთა არსებობა არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის კანონს, მაშინაც კი, თუ ასეთი გაერთიანებები არ ფლობენ სამრეწველო ან სავაჭრო დაწესებულებას.
(2) თითოეული ქვეყანა თვითონ ადგენს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესაბამისად ხდება კოლექტიური ნიშნის დაცვა და, თუ ნიშანი ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, შეუძლია უარი თქვას დაცვაზე.
(3) ამასთან, ამ ნიშნების დაცვაზე არ შეიძლება უარი ეთქვას რომელიმე გაერთიანებას, რომლის არსებობა არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობას, იმ საფუძველზე, რომ ასეთი გაერთიანება არ არის
დაარსებული იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, ან არ არის შექმნილი ამ უკანასკნელის კანონმდებლობის შესაბამისა