დროებითი დაცვა განსაზღვრული სახის საერთაშორისო გამოფენებზე
(1) კავშირის ქვეყნები თავიანთი შიდა კანონმდებლობების შესაბამისად, დროებით დაცვას ანიჭებენ პატენტუნარიან გამოგონებებს, სასარგებლო მოდელებს, სამრეწველო დიზაინებსა და სასაქონლო ნიშნებს რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენებზე გამოფენილ საქონელთან დაკავშირებით.
(2) ასეთი დროებითი დაცვა არ ახანგრძლივებს მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პრიორიტეტის მოთხოვნის ვადებს. თუ საქონლის გამოფენის შემდეგ შეტანილი იქნება პირველი განაცხადი და, მოგვიანებით, მოთხოვნილი იქნება ასეთი განაცხადის პრიორიტეტი, ნებისმიერი ქვეყნის ორგანოს შეუძლია გაითვალისწინოს, რომ პრიორიტეტის მოთხოვნის ვადის ათვლა დაიწყოს საქონლის გამოფენაზე წარდგენის თარიღიდან.
(3) თითოეულ ქვეყანას შეუძლია ექსპონირებული ნაწარმის იდენტურობისა და მისი წარდგენის თარიღის დასტურად მოითხოვოს ისეთი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელსაც იგი თვლის საჭირო