[ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, ყალბი აღნიშვნები, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია: სამართლებრივი დაცვის საშუალებები, სასამართლო დევნის უფლება]
(1) კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ კავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები მე-9, მე-10 და მე-10bis მუხლებში მითითებული ყველა ქმედების ეფექტიანი აღკვეთის სამართლებრივი საშუალებებით.
(2) გარდა ამისა, ისინი იღებენ ვალდებულებას გაითვალისწინონ ზომები, რომლებიც საშუალებას მისცემს მრეწველების, მწარმოებლებისა და მოვაჭრეების ინტერსების წარმომდგენელ კავშირებსა და გაერთიანებებს, თუკი ასეთი კავშირებისა და გაერთიანებების არსებობა არ ეწინააღმდეგება მათი ქვეყნების კანონებს, მე-9, მე-10 და მე-10bis მუხლებში მითითებული ქმედებების აღკვეთის მიზნით სასამართლოში ან ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე აღძრან საქმეისეთ ფარგლებში, რამდენადაც ქვეყნის კანონები, სადაც დაცვა მოითხოვება, რთავს ნებას ამ ქვეყნის კავშირებსა და გაერთიანებებს განახორციელონ ასეთი ქმედებ