[არაკეთილსინდისიერი   კონკურენცია]

(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული  არიან  უზრუნველყონ  კავშირის ქვეყნების მოქალაქეები  არაკეთილსინდისიერი  კონკურენციისაგან  ეფექტიანი დაცვით.

(2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის  პატიოსან  ჩვევებს.

(3) კერძოდ, აკრძალულია:

1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ;

2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაციას;

3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რმაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში  შეიყვანოს  საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად  ვარგისიანობის  შესაბამისობის, ან  რაოდენობის  მიმარ